წელს პარიზის მოდის კვირეულზე ვეგანური და ეკომეგობრული მოდის სახლის სტელა მაკარტნის ჩვენება ცხოველების და მათი უფლებების თემატიკას ეხმიანებოდა, რომლის მთავარი სლოგანიც - "Make love not leather" დიზაინერის ცხოველებისადმი სიყვარულსა და დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გამოხატავს.
სტელა მაკარტნის ჩვენებაზე, რომელიც არასდროს იყენებდა ცხოველთა ბეწვს, ტყავსა და ბუმბულს დიზაინის შესაქმნელად, შენიშნავდით ისეთ აქსესუარებსაც, რომლებიც გადამუშავებული პლასტმასისა და ვეგანური ნაწარმისგან შედგება.
მაღალი მოდის პოდიუმზე ცხენები, კურდღლები, მელიები, ნიანგები და სხვა ცხოველთა სამყაროს გარეული თუ შინაური წარმომადგენლებიც “შეინიშნებოდნენ”, რისი მთავარი მიზანიც მოდაში ცხოველური მასალის გამოყენების თავიდან არიდება და ინდუსტრიაში ვეგანური მასალების მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილება იყო.
დაწერე კომენტარი