გუშინ თბილისის დროით 16:30 საათზე, პარიზის მოდის კვირეულზე “სიტუაციონისტის” ახალი კოლექციის - Forbidden family-ის ჩვენება ონლაინრეჟიმში გაიმართა. დავით გიორგაძემ და სალომე ფოცხვერაშვილმა Forbidden family უჩვეულო გარემოში, საქართველოს მაღალმთიან რეგიონში გადაიღეს. ბრენდის მორიგი, ზამთრის კოლექცია, რომელიც მკაცრ კლიმატურ პირობებშია წარმოდგენილი, კვლავ განსხვავებული ხასიათის, სხვადასხვა ეროვნებისა თუ ტრადიციების მქონე ადამიანებს აერთიანებს და თითოეული ადამიანის ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს. აღსანიშნავია ისიც, რომ გასული სეზონის შემდეგ პარიზის მოდის კვირეულის განრიგში “სიტუაციონისტი” უკვე მეორედ მოხვდა.
დაწერე კომენტარი