სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი ქართველი დიზაინერის - დევიდ კომას 2021 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება პარიზის მოდის კვირეულზე გაიმართა. ახალი კოლექციის ჩვენებაში ქართველი მოდელი ეთო მიგრიაულიც მონაწილეობდა.
View this post on Instagram
დავით კობახიძე, ცნობილი როგორც დეივიდ კომა, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი დიზაინერი და პოპულარული ბრენდის - David Koma-ს დამაარსებელია. ლონდონში მოღვაწე ხელოვანის მიერ შექმნილი ტანისამოსი ჰოლივუდის წითელ ხალიჩაზე წარდგენისას არაერთმა ვარსკვლავმა მოირგო. მათ შორის არიან ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიცაა: ბიონსე, ჯენიფერ ლოპესი, ქენდალ ჯენერი, კარა დელევინი და სხვა. დეივიდ კომამ მოდის ინდუსტრიას ტანზე გამოყვანილი და სხეულზე ლამაზად მორგებული, მკაცრი და ინტელიგენტური კოქტეილის კაბებით გააცნო თავი. მისი მტკიცე ხასიათის სამოსი, რომელიც ქალის ანატომიური სილუეტის მიხედვითაა შექმნილი, ძირითადად ძლიერი ხასიათის, დამოუკიდებელი და ელეგანტური ქალებისთვისაა შეკერილი.
დაწერე კომენტარი