ზაფხულის მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალური ხდება არა მხოლოდ სახის კანზე ზრუნვა, არამედ ჯანსაღი და მოვლილი სხეულიც. სწორედ ამიტომაც წარმოგიდგენთ Stunner Beauty Georgia-სა და მაკა კვიციანის კოლაბორაციით შექმნილ ახალ გაზაფხულის ყუთს, რომელშიც უმაღლესი ხარისხის სხეულის მოვლის საშუალებებია გაერთიანებული, რომლებიც გარდა იმისა რომ თქვენს სხეულს ზაფხულის სეზონისთვის მოამზადებს, მას დაღლილობისა და სტრესისგანაც დაიცავს.




აქ
თქვენ ისეთი წამყვანი ბრენდების პროდუქტებს შეხვდებით, როგორებიცაა Ligne St Barth, Gloss Company, Barbor, Eugene Perma, Beauugreen, Marvis, Biothal, Suavipiel Euphoria და სხვა. გარდა ამ პროდუქტებისა ახალ Stunner Body Box-ში თქვენ ასევე დაგხვდებათ Dalood-ის აბრეშუმის თმის სამაგრები და სხეულის მოვლისთვის საჭირო სხვადასხვა აქსესუარებიც.




Stunner Body Box-
ში შემავალი სხეულის მოვლის საშუალებების სრული სია ასე გამოიყურება:

Ligne St.Barth -  Aloe Vera Gel with mint  After Sun After shave



Ligne St. Barth-ის ალოე ვერას გელი შესანიშავი საშუალებაა სხეულის გასაგრილებლად. გელი, რომელიც მიიღება ბარბადოსის ალოეს ფოთლების რბილობიდან და გამდიდრებულია პიტნით, ინტენსიურად ატენიანებს სახეს, სხეულსა და თმას. მისი დელიკატური არომატი მწვანე პიტნის ახლად მოჭრილ ტოტების სურნელს გვაგონებს, ეს მსუბუქი დამატენიანებელი შრატი აღმდგენი თვისებებით, ატენიანებს სახის და სხეულის კანს ძვირფასი მკვებავი ნივთიერებების წყალობით და დაუყოვნებლივ ხსნის გაღიზიანებასა და შებოჭილობას.

Ligne St. Barth Amber Vanilla Shower cream



შხაპის კრემი მდიდარი და მსუყე ტექსტურით, ტროპიკული ვანილის სურნელით და ქოქოსის ზეთის შემცველობით ხასიათდება. კრემ-გელის დელიკატური ფორმულა ზედმიწევნით ასუფთავებს კანს მინარევებისგან, ანიჭებს სასიამოვნო სიახლისა და სისუფთავის შეგრძნებას, მისი თბილი არომატი კი მყისიერად მოგვაგონებს სურნელოვან ვანილს და ქმნის მშვენიერ განწყობას მთელი დღის განმავლობაში.

Ultra Moisturizing Foot mask pack

ფეხის
ნიღაბი არის ინტენსიური დამატენიანებელი საშუალება, რომელიც საგრძნობლად აუმჯობესებს, არბილებს და აღადგენს მშრალ, გახეთქილ, გაუხეშებულ ფეხებსა და ქუსლებს.იგი გამდიდრებულია ჟოჟობას თესლის ზეთით, შიას კარაქით, შარდოვანათი და მრავალი ბუნებრივი ინგრედიენტით, რომლებიც ატენიანებს, ამშვიდებს და ხელს უშლის ქუსლების დახეთქვასა და გაუხეშებას.

Angel Looka Heating Hand Pack



ხელის ნიღაბი, რომელიც ატენიანებს და აჯანსაღებს კანს არის ხელებისა და ფრჩხილების მოვლის საშუალება, რომელიც დროებით ზრდის  კანის ტემპერეტურას, წარმოქმნის სითბოს ღრმად კანში და ხსნის ფორებს, ამარტივებს ტემპერატურის ცირკულაციას, რაც ხელს უწყობს შეფუთვაში არსებულ ინგრედიენტებს ღრმად შეაღწიონ კანში, ხოლო სირბილე კი შენარჩუნდეს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

Gloss Company Anti Bacterial Hand Gel




Gloss company-ის ხელის ანტისეპტიკი, სრულყოფილი სისუფთავის შესანარჩუნებლად იდეალური საშუალებაა, იგი კლავს ბაქტერიების 99.9% -, შეიცავს დამარბილებელ კომპონენტებს ალოე ვერასა და ვიტამინ E- სახით.

Babor Shaping Firming Body Lotion



ასაკსაწინააღმდეგო სხეულის კრემი ყოველდღიური მოვლისთვის, რომელიც ააქტიურებს კანის დამცავ მექანიზმებს და იცავს გარემოს ნეგატიური ზემოქმედებისგან, უზრუნველყოფს ნაადრევი დაბერების პრევენციას, სპეციალური Shaping კომპლექსი აუმჯობესებს სხეულის კონტურებს.ინტენსიურად ატენიანებს და აცოცხლებს მას.

Eugene Perma Collections nature Daily Shampoo



100 - წლიანი ისტორიის და გამოცილების მქონე თმის პროფესიონალური მოვლის ფრანგული ბრენდი.თავისი პროდუქციის მაღალი ეფექტურობით, EUGENE PERMA–არის წამყვანი ბრენდი არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელს მსოფლიოში. ტექნოლოგიის უახლეს დონეზე, EUGENE PERMA , რომელიც რეიმსში 50 წელია არსებობს,ემსახურება გარემოზე ზრუნვას (0 ტოქსიკურინარჩენი გარემოში). Stunner Body Box-ში მოთავსებული პროდუქცია კი ერგება ნებისმიერი ტიპის თმას, რბილად ასუფთავებს მას და ასწორებს ღერს, შედეგად, თმა ბუნებრივ ბზინვარებას იბრუნებს. ხელს უწყობს ძლიერი და ლამაზი თმის ზრდას. მსუბუქი ტექსტურის წყალობით თმა ინარჩუნებს სიმსუბუქესა და სირბილეს.

Beauugreen Premium Firming Collagen Essence Mask

აღმდგენი ქსოვილური ნიღაბი კოლაგენებით, შექმნილია კანის გასაახალგაზრდავებლად, ეფექტურად ებრძვის კანის დაბერების პირველ ნიშნებს, ატენიანებს და იცავს მას.შეიცავს კოლაგენს, რომელიც ხელს უწყობს კანის დატენიანებას, აღადგენს მის სიმკვრივეს და ელასტიკურობას. გარდა ამისა, შეიცავს მცენარეულ ექსტრაქტებს რომლებიც ხელს უწყობენ გაახალგაზრდავებას, კანის გაღიავებას და დაბერებისგან დაცვას. ესენცია ადვილად აღწევს კანის ღრმა შრეებში, ასტიმულირებს ბუნებრივ რეგენერაციას, ათანაბრებს ფერს, ზრდის ელასტიურობას. ნიღაბი პირველი გამოყენების შემდეგ, კანს უბრუნდება სუფთა, ბზინვარე იერი.

Biothal Sea Salt scrub wild rose




ნატურალური ტანის სკრაბი ველური ვარდის, ხმელთაშუა ზღვის მარილისა და ძვირფასი ბუნებრივი ზეთების ექსტრაქტების საფუძველზე, ინტენსიურად აახლებს კანს და ნაზად კვებავს მას. სკრაბი ეფექტურად აშორებს მკვდარ უჯრედებს და წმენდს ფორებს, რაც საშუალებას აძლევს კანს ისუნთქოს განახლებული ენერგიით.პროდუქტი შესანიშნავია ყველა ტიპის კანისთვის და შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სხეულის მოვლის ძირითადი საშუალება.

Suavipiel Natural Anti Cellulite Glove Agave Sisalana Perrine



Suavipiel Natural-ის ანტიცელულიტური ხელთათმანი ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, ეფექტურად წმენდს კანს  ბუნებრივი გზით, გამოდევნის ტოქსინებს, აშორებს მკვდარ უჯრედებს,აცილებს ჭარბ ცხიმს და ებრძვის აკნეს, უბრუნებს კანსბზინვარებას და სისუფთავეს.

Euphoria Lavander Bath Bomb



ცნობილია, რომ ლავანდის ექსტრაქტი - ხსნის ფიზიკურ და ემოციურ დაღლილობას, ორგანიზმიდან გამოაქვს შლაკები და ტოქსინები. სწორედ ამიტომაც 20-30 წუთის განმავლობაში ცხელი წყლით სავსე აბაზანაში Euphoria-ს ლავანდის აბაზანის ბურთულის ჩაგდებით თქვენ სხეულის განტვირთვას და დაღლილობისგან გათავიუფლებას შეძლებთ.

Black Touch Anti Cellulite Premium Dry Brush



BlackTouch პრემიუმ კლასის ანტიცელულიტური მშრალი ჯაგრისის მეშვეობით გლუვი და ხავერდოვანი კანი ნამდვილად მიღწევადია. ჯაგრისის რეგულარული გამოყენება ასტიმულირებს ლიმფურ სისტემას, ხელს უწყობს ჭარბი წყალის განდევნას სხეულიდან, გარდა ამისა, ჯაგრისს აქვს ერგონომიული სახელური, რომლის წყალობითაც მოსახერხებელია სხეულის სხვადასხვა ზონების დამუშავება.