რიდლი სკოტის ახალი ფილმის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2019 წელს გავრცელდა, თუმცა დეტალები ახლახან გამოქვეყნდა. ფილმს „გუჩის სახლი“ ერქმევა და იგი GUCCI-ს დამფუძნებლის, გუჩიო გუჩის შვილიშვილის, მაურიციო გუჩისა და მისი ყოფილი ცოლის, პატრიცია რეჯიანის შესახებ მოგვითხრობს. ლედი გაგამ, რომელიც რეჯიანის როლს ასრულებს, სოციალურ ქსელებში მისი და ადამ დრაივერის (მაურიციო გუჩი) ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ პოზირებენ ისინი ერთად გადაღებებზე.
ფილმი სარა ჯ. ფორდენის რომანზეა დაფუძნებული, სახელწოდებით „გუჩის სახლი: მკვლელობის, სიგიჟის, გლამურისა და სიხარბის გამაოგნებელი ისტორია“. არსებობს მოსაზრება, რომ 1995 წელს მაურიციო გუჩის მკვლელობაში მის ყოფილ ცოლს, პატრიცია რეჯიანს მიუძღვის წვლილი.
ფილმის გადაღება იტალიაში მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ნოემბერში გამოვა. მასში ასევე ალ პაჩინო, ჯერემი აირონსი და ჯარედ ლეტო მიიღებენ მონაწილეობას.
დაწერე კომენტარი