12-22 მარტს ფაბრიკაში გამოფენა, სახელწოდებით Room For 8 გაიმართება, რომელიც 13:00 საათზე გაიხსნება და 18:00 საათამდე გაგრძელდება. ჯგუფური გამოფენა რვა ხელოვანის, VA[A]DS-ის სტუდენტების - ვატო ბაქრაძის, თეიმურაზ ერისთავის, ალექსანდრე ბეგლარიშვილის, ანანო ჯანაშიას, მარი ყალაბეგაშვილის, თამუსა ზარქუას, სალომე გაგუასა და გვანცა ჯგუშიას ნამუშევრებს აერთიანებს. მონაწილეები წლების განმავლობაში საერთო სივრცეში, VA[A]DS-ის სახელოსნოებში მუშაობდნენ, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კი ისინი აიძულა, სამუშაო პროცესი ცალ-ცალკე წარემართათ. ფაბრიკა "თბილისის" სივრცეში გამართული გამოფენა რვა ერთად მომუშავე ხელოვანისთვის ერთგვარი ხელახალი გაერთიანებაა.
დაწერე კომენტარი