სულ ცოტა ხნის წინ Dazed and Confused Magazine-ის ჩინურმა გამოცემამ მსახიობ ტიმოთი შალამეს ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. Call me by Your Name-ის ვარსკვლავი კი, რომელსაც მალე უეს ანდერსონის ახალ ფილმში French Dispatch-შიც ვიხილავთ გერმანიაში მოღვაწე ქართველმა ფოტოგრაფმა დავით გიორგაძემ გადაიღო. რამდენიმე დღის წინ დავით გიორგაძემ საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე ტერი მიუგლერის 2020 წლის კოლექციისთვის გადაღებული ბელა ჰადიდის ფოტოც გამოაქვეყნა.
დაწერე კომენტარი