ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობმა - ყავის კაფსულების მწარმოებელმა ქართულმა კომპანია "მეამამ" ახალი პროდუქტი - სხვადასხვა არომატის ჩაის კაფსულები შექმნა და ჩაის სმის ახალი რიტუალი შემოგვთავაზა.
ყავის მრავალფეროვანი არომატით განებივრებული "მეამას" მომხმარებელი უკვე ნამდვილად დარწმუნდა, რომ კაფსულით ყავის მომზადება ბევრად მარტივი, სწრაფი და კომფორტულია. იგივე პრინციპი მოქმედებს ჩაის შემთხვევაშიც და შესაბამისად, ჩაის კაფსულებით მომხმარებელი იღებს გემოვნური თვისებებით მაქსიმალურად შენარჩუნებულ, განმეორებადი გემოს არომატულ და დაბალანსებულ სასმელს.
"მეამა" თავდაპირველად ჩაის კაფსულებში შვიდ გემოს წარმოგვიდგენს. კლასიკური შავი და მწვანე ჩაი, ერლ გრეის შავი და მწვანე ჩაი, რომელთაც ბერგამოტისა და ციტრუსოვანი ნოტების მსუბუქი არომატი დაჰკრავს, მანგო კარაბაო, რომელიც ეგზოტიკური ხილისა და ციტრუსების არომატითაა გამდიდრებული, შოკოლადის ფილა - ტყის თხილისა და შოკოლადის იდეალური გემოთი და კრემ ბრულე, რომლის ტკბილი არომატიც, კარამელის და ვანილის გამო, ჩვენთვის საყვარელ ფრანგულ დესერტს გვაგონებს. ისევე როგორც "მეამას" ყავის გემოები, ჩაის ბლენდებიც კომპანიის ტექნოლოგების გუნდმა შექმნა, რომლებმაც კვლევებზე დაყრდნობით, ჩაის ათასობით სახეობიდან ქართველ მომხმარებელს მათ გემოვნებაზე მორგებული ახალი არომატების მქონე პროდუქცია წარუდგინა.
"ნებისმიერ ჩაის, იმისთვის რომ მისი გემოვნური პოტენციალი სრულფასოვნად გამოვიყენოთ, აუცილებლად სჭირდება მომზადების ინსტრუქციის დაცვა, საჭიროა ვიცოდეთ, რა ტემპერატურაზე და როგორი დოზირებით მოვამზადოთ, რამდენი ხანი უნდა დავაყოვნოთ და ა.შ. ეს ყველაფერი პროდუქტის ეტიკეტზე ხშირ შემთხვევაში დატანილია, თუმცა ამ ინსტრუქციას, როგორც წესი, ძალიან იშვიათად იცავენ. ჩვენ მომხმარებელს პირდაპირ მზა კაფსულას ვთავაზობთ, რათა მისთვის აუცილებელი რეცეპტურა მაქსიმალურად დაცული იყოს, ჩაის მოსამზადებლად კი მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერაა საკმარისი, რათა მომზადდეს სრულყოფილი და დაბალანსებული გემოს სასმელი", - ამბობს დავით გოგოხია, "მეამას" მთავარი ტექნოლოგი.
"მეამას" კაფსულის ჩაის მომზადება ამერიკული ფორმატის აპარატით შეიძლება. ჩაის ღილაკზე დატანილი წარწერა - ერთი წუთი - ნიშნავს, რომ მხოლოდ ეს დროა საკმარისი ფინჯანში სრულფასოვანი და არომატული სასმელის მისაღებად. როგორც “მეამას” მთავარი ტექნოლოგი გვირჩევს, ჩაის მომზადება აპარატის სხვა ღილაკებით რეკომენდებული არ არის, რადგან იდეალური გემოს მისაღებად აუცილებელია სწორედ ერთწუთიანი დაყოვნების პროცესი, რის შემდეგაც თქვენთვის საყვარელი არომატული სასმელი მარტივად, სწრაფად და რაც მთავარია, ინსტრუქციის სრული დაცვით თქვენს ფინჯანში აღმოჩნდება.
არომატული თავგადასავალი დაიწყო. ჩაის მოყვარულებს “მეამას” უნიკალური გემოების პროდუქციის შეძენა კომპანიის ონლაინ მაღაზიაში, ბრენდულ და POP-UP სივრცეებში და ასევე “მეამა ქოლექთებში” შეუძლიათ.
დააგემოვნე და აღმოაჩინე “მეამას” ჩაის ახალი რიტუალი.
დაწერე კომენტარი