რამდენიმე დღის წინ ფრანგმა დიზაინერმა ჟაკმუსმა თავისი ინსტაგრამგვერდზე ბრენდის ახალი კამპანიისათვის შექმნილი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელიც რეჟისორ ალბერტ მოიას გადაღებულია და პირველივე წამიდან ახერხებს მაყურებლის ყურადღების მიპყრობას.
View this post on Instagram
როგორც თავად ფრანგი დიზაინერი აღწერს საკუთარ თავს „ბედნიერ, ენერგიულ და მოუსვენარ“ ადამიანად, ზუსტად ასეთივეა მისი უკანასკნელი კამპანიის სარეკლამო რგოლიც: სწრაფი, ფერადი და ამაღელვებელი. ერთ-ერთ ინტერვიუში სიმონ პორტე ჟაკმუსმა ისიც აღნიშნა, რომ „ის არა სამოსს, არამედ ისტორიებს ქმნის“ და, შესაბამისად, შთაგონებას ყოველდღიური მოვლენებიდან იღებს. კამპანიაში მისი შემოქმედების ეს ნაწილიც შეიმჩნევა, რამდენადაც მოქმედება სამრეცხაოში ხდება; მოვლენებს კი სარეცხი მანქანის პერსპექტივიდან აღვიქვამთ. შედეგად კი Jacquemus-ის სამოსის ყველაზე თავბრუდამხვევ, ჰიპნოზურ და ფერად რეცხვის პროცესს ვიღებთ. პირველი რამდენიმე წამის შემდეგ ვიდეორგოლის რიტმი შესამჩნევად ჩქარდება, პერსონაჟები კი ვერ წყდებიან სურათს, რომელიც მათ თვალწინ იშლება; ჩვენ, მაყურებლები, კი ვერ ვწყდებით ვიდეორგოლს, რომელიც მისი ვიზუალური ეფექტის გამო ჰიპნოზურ ხასიათს იღებს.
დაწერე კომენტარი