13 მარტს ინსტაგრამზე გიორგი ქებურიას 2021 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია გამოქვეყნდა, რომელზეც კვლავ JAM PROJECT-მა იმუშავა. კოლექციის აღწერის მიხედვით შემოდგომა-ზამთარი ექსტრემალურ სპორტსა და ვინტაჟურ გლამურს შორის გარდამავალი სეზონია. “კოლექცია, როგორც ჩანს,  თითქოს ერთი პერსონაჟის გარშემოა შექმნილი, რომელსაც მარტივად შეუძლია ტელეპორტირება როგორც მომავალში, ისე წარსულში. იქნება ეს ალპებში, 5276 მეტრის სიღრმეზე ზღვაში თუ ლუვრის ქუჩაზე +13 გრადუს სითბოში. მას ვამჩნევთ, მაგრამ მასთან საუბრის გვრცხვენია და უკვე ვერაფერს შევცვლით. ამ პერსონაჟს ვერც სოციალურ ქსელში  ვიპოვით, თუმცა ჩვენი გონება გაჭედილია ამ დაბრკოლებაზე და მხოლოდ ოცნება შეგვიძლია მასთან კიდევ ერთხელ შეხვედრაზე”, - ამ კომენტარით გამოაქვეყნეს გიორგი ქებურიამ და JAM PROJECT-მა ახალი კოლექცია, რომელიც, როგორც ყოველთვის, დიზაინერის ხელწერით და მისი ინდივიდუალიზმით გამოირჩევა.










 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by ᴷᴱᴮᵁᴿᴵᴬ (@georgekeburia)

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by ᴷᴱᴮᵁᴿᴵᴬ (@georgekeburia)