რამდენიმე დღის წინ Matériel-მა 2021 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარმოგვიდგინა, რომლის კამპანიაზეც კვლავ JAM PROJECT-მა იმუშავა. თიკო პაქსაშვილის კრეატიული დირექტორობა ბრენდის თითოეულ კოლექციაში შთამბეჭდავად აისახება. განსხვავებული არც ეს კოლექცია აღმოჩნდა, რომელიც ქალის ინდივიდუალურობის ხაზგასმასა და შესწავლას სხვადასხვა გზებით აგრძელებს. ამჯერად კი თითოეულ მათგანს გმირებისა და მუზების სახით გვაჩვენებს. კოლექციის თითოეული ლუქი ემსახურება ქალის სახის გაძლიერებას დელიკატური აქსესუარებითა და ეკოლოგიური ტყავისა და ქაშმირის ქსოვილებით, რომელთა შერწყმითაც ნათლად წარმოგვიდგება ძლიერი ქალის პერსონაჟი.
ბრენდის კრეატიული დირექტორი თიკო პაქსაშვილი ტექსტურების მრავალფეროვნებისა და კონტრასტული ნაკერების ძიებაში ბრენდის ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს და ამავდროულად, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მდგრადი მოდის განვითარებასაც.
დაწერე კომენტარი