იმ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოში ავთენტური, მაღალი კლასის ბრენდების სამოსისა თუ სხვა ნივთების შეძენა ხელმისაწვდომ ფასად სურთ, ონლაინმაღაზიები - Conscious Archive, Catwalk.geo, Phubber Consignment, Garments და Pearl and Cashmere Archives - ამ ტიპის პროდუქციის საკმაოდ ფართო და საინტერესო არჩევანს სთავაზობენ. ჩამოთვლილი მაღაზიები ამავდროულად, მოდის მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიაზე ზრუნვასაც უწყობენ ხელს, ვინაიდან მეორეული ნივთების შეძენითა და გაყიდვით, ისინი გარემოზე ნეგატიურ ზეგავლენას ამცირებენ.
Phubber Consignment – ერთ სივრცეში სხვადასხვა ცნობილი ბრენდის მიერ შექმნილ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და აქსესუარებსა აერთიანებს და მომხმარებელს ხშირად ანებივრებს ფასდაკლებებით. აქ სასურველი პროდუქციის შეძენა, რომელთა რაოდენობა და არჩევანიც საკმაოდ დიდია როგორც შოურუმში, სადაც თითოეული ნივთი ფიზიკურადაა წარმოდგენილი, ასევე ონლაინ - Phubber-ის აპლიკაციაში ღილაკზე მხოლოდ ერთი დაჭერითაა შესაძლებელი. მაგალითად, Phubber Consiginment-ის მიერ შემოთავაზებულ პროდუქციაში შეხვდებით Hermes-ის ნატურალური აბრეშუმით დამზადებულ უმშვენიერეს წითელ შარფს, რომლის ფასიც 700 ლარია. შეხვდებით Jacquemus-ის მიერ შექმნილ მცირე ზომის წითელი ფერის ტყავის ჩანთასაც, რომელიც პომადის ჩასადებადაა განკუთვნილი, ნახავთ ამ ბრენდის კლასიკურ ლურჯ ფერში გადაწყვეტილ სანდლებს და Maison Margiela-ს მბზინვარე ოქროსფერ ფეხსაცმელსაც, რომლის შეძენაც 800 ლარადაა შესაძლებელი.
Catwalk.geo - მომხმარებელს მხოლოდ მაღალი კლასის ბრენდის პროდუქციას სთავაზობს, თანაც მათთვის საკმაოდ დაბალ ფასად. დაინტერესებულ ადამიანებს აქ შერჩეული ნებისმიერი ბრენდის, რომელთა შორისაა Chanel, Margiela, Alexander wang და სხვ., ნივთის შეძენა ფაბერითაც შეუძლიათ. გამოვარჩევდით ამ მაღაზიის მიერ შემოთავაზებულ როგორც მბზინვარე ვარდისფერ ფეხსაცმელს, რომელიც ყველასათვის საყვარელი მსახიობის, სარა ჯესიკა პარკერის მიერაა შექმნილი, ასევე Jacquemus-ის წითელ ფეხსაცმელსაც, რომელიც თავისი ექსტრავაგანტური ქუსლით გამოირჩევა.
Conscious archives – საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდებში, ვინაიდან ეს მაღაზია მომხმარებელს ავთენტურ სამოსსა თუ აქსესუარებს მოსახერხებელ ფასად სთავაზობს. მათი პროდუქციიდან გირჩევდით Ralp Lauren-ის ხელოვნური მარგალიტის ყელსაბამს, რომელსაც ძალიან მოუხდებოდა Kenneth Cole-ის მუქი წითელი ფერის ტყავის ჩანთაც, რომელიც ერთდროულად კომპაქტურიცაა, ტრენდულიც და ხელმისაწვდომიც.
Garments – ამ მაღაზიის მიერ შემოთავაზებული ყოველი პროდუქტი - ფეხსაცმელი, ჩანთა, სამოსი თუ აქსესუარი ავთენტური და ახალია. საინტერესოა, რომ მათთვის, ვისაც ვინტაჟური ნივთები მოსწონს, რაც საკმაოდ ტრენდულია, Garments მათ მიერ დაფუძნებულ მწვანე ხაზს - Garmentsgreen-ს სთავაზობს. მიტანის სერვისი საქართველოს მასშტაბით აქაც უფასოა. გირჩევთ ამ მაღაზიის მიერ შემოთავაზებულ Dolce& Gabbana-ს სამაჯურს, Oscar de la Renta-ს ძაღლის საბელს, რომელიც ვარდისფერი ტყავითაა დამზადებული და Vivienne Westwood-ის მიერ 2014 წელს შექმნილ თეთრ მაისურს საინტერესო წარწერებით, რომლის ქსოვილი კარბონ ნეიტრალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მაქსიმალურად ცოტა ნახშირორჟანგს ატარებს და გარემოს არ აზიანებს.
Pearls and Cashmere Archives - როგორც ონლაინ, ასევე კოჯრის ქუჩის 11 ნომერში მდებარე კონცეპტუალურ მაღაზია Pierrot le Fou-ში მომხმარებლებს შეუძლიათ აქ წარმოდგენილი ექსტრავაგანტური სამოსი თუ აქსესუარები დაათვალიერონ და შეიძინონ კიდეც. პროდუქციათა რიგებშია როგორც მარგალიტებითა თუ სხვა ძვირფასი ქვებით მორთული სამკაულები, ასევე Dior-ის, Chanel-ისა თუ YSL-ის ავთენტური სამოსიც.
დაწერე კომენტარი