JACQUEMUS ყოველთვის გამოირჩეოდა არასტანდარტული ხელწერითა და უჩვეულო, მრავალფეროვანი წარმოდგენებით. ბრენდის “Chiquito” მოდის ინდუსტრიაში უკვე ახალ ბირკინის ჩანთადაც კი იქცა, მაგრამ კრეატიული დირექტორი და ბრენდის დამაარსებელი სიმონ ჟაკმუსი, როგორც ჩანს, არც აქ ჩერდება და გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ყვავილების თაიგულსაც კი მოდურად აქცევს მის ახალ, მაგრამ ისევ ფერად პროექტში.
ფერადი თაიგულები Jacquemus-ს ძველი კოლექციებიდან მორჩენილი ქსოვილებითაა შეფუთული, რაც მას ყვავილებისა და მოდის მოყვარულთათვის ორმაგად განსაკუთრებულს ხდის. ეს თაიგულები სამხრეთ საფრანგეთის საოჯახო სეზონური ყვავილების სათბურთან (Les Fleurs de Paul)” კოლაბორაციის შედეგია. Jacquemus ეს პროექტი საუკეთესო გამოხატულებაა მისი დამოკიდებულისა მდგრადი მოდის მიმართ, ამ შემოქმედებითი მიდგომით მან შეძლო და ძველი კოლექციებიდან მორჩენილ ქსოვილებს ახალი, სრულიად განსხვავებული დანიშნულება მისცა.
დაწერე კომენტარი