თიბისი კონცეპტის ახალი სივრცე მარჯანიშვილის 7-ში, რომელიც თავისი დიზაინითა და ატმოსფეროთი აქ მისულ ნებისმიერ ადამიანს ინოვაციურობის, დემოკრატიულობის, შემოქმედებითი განვითარების და ამ ყველაფრისადმი ღიაობის შეგრძნებას უჩენს, თავის ისტორიულ კედლებში თერთმეტ, ერთმანეთისგან ფუნქციურად განსხვავებულ ქვესივრცეს აერთიანებს.
თითოეული მათგანი განსაკუთრებული დიზაინითა და კონცეფციით გამოირჩევა, მათ შორისაა კაფეც, მინიმალისტური დიზაინის, ნათელ და პასტელურ ფერებში გადაწყვეტილი გარემო, რომელიც აქ მისულ სტუმარს სასიამოვნო ატმოსფეროთი, ხარისხიანი პროდუქციითა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მრავალფეროვანი, ჯანსაღი მენიუთი მასპინძლობს.
ძირითადად ბიზნეს-ლანჩებისა და საქმიანი შეხვედრებისთვის გათვლილი სივრცე, სტუმრებს დღის ნებისმიერი მონაკვეთისთვის შესაბამის მენიუს სთავაზობს. ამ მრავალფეროვან მენიუში შეხვდებით როგორც გვიანი საუზმის დროს მისართმევ კერძებს, ასევე წასახემსებლებს, სალათებს, მთავარ კერძებს, დესერტებს, ჯანსაღ დეტოქს-კოქტეილებს და ალკოჰოლურ სასმელებსაც კი, რომელთა შორის ქართული ღვინის მრავალფეროვან სახეობებსაც აღმოაჩენთ.
მიუხედავად იმისა, რომ მენიუში სასმელების ფართო არჩევანი დაგხვდებათ, საქმიანი შეხვედრების ძირითადი თანმხლები, როგორც წესი, მაინც ყავა ან ჩაია ხოლმე. სწორედ ამიტომაც, თიბისი კონცეპტის კაფეში მომხმარებელს საშუალება აქვს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გემრიელი 5 Elephant-ის ყავის სხვადასხვა სახეობები, მათ შორის უკოფეინოც, დააგემოვნოს.
ამ არტიზანული ყავის გარდა, კაფეს სტუმრებს შეუძლიათ განსაკუთრებული გემოვნური თვისებების მქონე Wedgewood-ის ჩაიც მიირთვან და ამ სივრცეში მიღებული საქმიანი გამოცდილება კიდევ უფრო საინტერესო და სასიამოვნო პროცესად აქციონ.
დაწერე კომენტარი