9 აპრილს The Why Not Gallery უმასპინძლებს მარიამ აქუბარდიას ნახატებითა და გურამ საყვარელიძის ტექსტით შექმნილი კომიქსების - 6200: სადღაც უსახლოდ” პირველი გამოცემის პრეზენტაციას.
“ეს არ არის ისტორია მტყუანსა და მართალზე.
არც გეოპოლიტიკური წიაღსვლაა.
საქართველოში და მსოფლიოში მილიონობით დევნილია.
მათი ხმა არ ისმის.
დროა ვისაუბროთ ამ ადამიანების ომის შემდგომ გამოცდილებაზე”. - ვკითხულობთ გრაფიკული ნოველის შესავალ ტექსტში.
გრაფიკული ნოველის სიუჟეტი მარიამის ბიოგრაფიით არის შთაგონებული და გადმოსცემს აფხაზეთის კონფლიქტის დროს შეგროვილ ისტორიებსა და ბავშვობის მოგონებებს, ზოგადად იმ პერიოდს, რომელშიც მის ოჯახს მოუწია ცხოვრება.
ისტორია, ბავშვის პერსპექტივიდან მოგვითხრობს რეალობას, რომლის გამოვლაც ომით დაზარალებულ ადამიანებს მოუხდათ, ეს უდიდესი ტრაგედია წიგნში მოკლედ და ლაკონიურად არის გადმოცემული და ცდილობს წინ წამოსწიოს ის ადამიანური ფაქტორები, რომლებიც პოლიტიკურ სპეკულაციებსა და ისტორიული ნარატივებით თამაშში ყოველთვის იკარგება.
დაწერე კომენტარი