7 აპრილს დისნეის ახალი ფილმის, „კრუელას“ მეორე ოფიციალური ტრეილერი გამოვიდა.  დისნეის ფილმი “კრუელა” დე ვილის, 1961 წელს გამოსული ანიმაციური ფილმის, „101 დალმატინელის“ ცნობილი პერსონაჟის შესახებ, ამერიკის შეერთებულ შტატებში 28 მაისს გამოვა. ფილმის რეჟისორი კრეგ გილესპია, ხოლო კრუელას როლს ამერიკელი მსახიობი ემა სტოუნი ასრულებს. როგორც ცნობილია,
ლაივ-ექშენ ფილმი “კრუელა” დე ვილის ახალგაზრდობას ასახავს.



სიუჟეტის თანახმად, მოქმედება 1970-იანების ლონდონში, პანკ-როკ რევოლუციის დროს ვითარდება. ვივიან ვესტვუდის სტილით შთაგონებული პერსონაჟი, ესტელა (ემა სტოუნი), სახელს თაღლითობით გაითქვამს. ერთ დღესაც იგი მოდის სამყაროს ლეგენდას, ბარონესა ფონ ჰელმანს გაიცნობს, რომლის ყურადღებასაც თავისი ტანსაცმლის დიზაინით მიიქცევს. ამის შემდგომ განვითარებული უცნობი მოვლენები ესტელას უბიძგებს, გამოაჩინოს თავისი ბოროტი და შურისმაძიებელი მხარე, სახელად კრუელა.



ფოტოების წყარო:

insider.com