ერიხ მარია რემარკის “ტრიუმფალური თაღის” (1945) მე-19 თავში პროტაგონისტი რავიკი კლოშ დ’ორში ვახშმობს. ის თავისი  მაგიდის გვერდით ორ ქალს ამჩნევს:

“ალუბლის კონიაკს სვამდნენ და რაღაცაზე ჩურჩულებდნენ - ერთს თვალზე მონოკლი ჰქონდა, მამაკაცური პიჯაკი ეცვა და ჰალსტუხი ეკეთა”. 


 

ეს აღწერა შეუძლებელია ოტო დიქსის ცნობილ ტილოსთან, ჟურნალისტ სილვია ფონ ჰარდენის პორტრეტთან (1926) არ ასოცირდეს. სწორედ ამ ნახატში დიქსი მიზნად ისახავდა ქალისა და მამაკაცის ერთგვარი ერთობის გამოსახვას. ამის გამო მან ფონ ჰარდენი მოკლე თმით, მოჩაჩული კაბით, მონოკლით, მამაკაცური ხელებითა და კაფეში მარტო მჯდომი, სიგარეტის კვამლსა და ალკოჰოლის სმისას  დახატა (იმ პერიოდში ასეთ სცენას იშვიათად თუ ნახავდით სადმე). რემარკის შემთხვევაშიც იგივე ხდება - ქალი ლესბოსელია, მამაკაცივით აცვია, ატარებს მონოკლს და სიამოვნებით ეტანება ალუბლის კონიაკს. 

 



დიქსს სწამდა, რომ მისი ტილო  “ახალი ქალის” ეპოქას ასახავდა [...]”. ეს ტილო დამატებით მნიშვნელობას იძენს, თუ მას მე-20 საუკუნის დასაწყისში აბორტის თემის ირგვლივ არსებულ დებატების ჭრილში განვიხილავთ, რომლის მხარდამჭერებიც ძირითადად ფემინისტები, “ახალი ქალები” იყვნენ. და რას აკეთებს რავიკი მთელი წიგნის მანძილზე? ის ექიმია, რომელიც მკურნალობს პარიზელ როსკიპებს,  რომლებსაც ცუდად ჩატარებული აბორტებისგან საფრთხე ემუქრებათ.  

 

გამოდის, დიქსმა მართლაც შეძლო თავისი ეპოქის ასახვა, რადგან რემარკმა შთაგონება მისი ტილოდან თითქმის ოცი წლის შემდეგ მიიღო.