მარტივი ჟესტები - MAUDI


8 მარტს Maudi-ში გამოფენა “მარტივი ჟესტები” გაიხსნა, რომელიც ხელოვანების ჩანახატებს, ფიქრის და კეთების პროცესში დარჩენილ ნიშნებს და განცდებს წარმოგვიდგენს. გამოფენაში მონაწილეობენ : გიო სუმბაძე, ნუცა ესებუა, გიორგი მაღრაძე, თამარ ნადირაძე, დიმიტრი ერისთავი, მარიამ საკნელაშვილი, გიორგი თარგამაძე, ალექსი სოსელია, ნინო სეხნიაშვილი, გიორგი გელაძე, მაია ნავერიანი, ზურა ცოფურაშვილი, ელენე გაბრიჩიძე, ბუბუ მოსიაშვილი, ნინო ჩუბინიშვილი, თორნიკე რობაქიძე, ვატო წერეთელი, ანასტასია ახვლედიანი, ანა ჯიბლაძე და სოფო კობიძე.

კურატორი: ლიზა ჟვანია

გალერეა ნექტარი - ელემენტი, დავიწყებული გრძნობები


21 მარტის ჩათვლით დამთვალიერებელი გალერეა “ნექტარში” ნესტან აბდუშელიშვილისა და ნანუკა ზაალიშვილის მიმდინარე გამოფენას იხილავს. როგორც გამოფენის აღწერაში ვკითხულობთ, ნესტან აბდუშელიშვილის დავიწყებული გრძნობების არქივი ეხება გარდამავალ პერიოდს, თუ როგორ ფორმირდება თანამედროვე ისტორია არქიტექტურის საშუალებით. ფოტოები გადაღებულია ორი წლის განმავლობაში 35 მმ კამერით და ასახავს სხვადასხვა ნაგებობებსა და მის ფასადებს, რომელიც გვიჩვენებს გაურკვეველ აწმყო რეალობას განვლილ დროსთან მიმართებაში ფიზიკური მთავარი გმირის გარეშე. ნანუკა ზაალიშვილის ნამუშევრის შთაგონება არქიტექტორ გიორგი ჩახავას მიერ შემუშავებული „სამშენებლო ელემენტი" - ბეტონის მარტივი დეტალი გახდა, რომლითაც სხვადასხვა ფორმების კონსტრუირებაა შესაძლებელი.

Vodkast Records with Vakho, Giorgi Pipia, Suspiria


14 მარტს ჰორუმში ვოდკასტის ღამე გაიმართება, რომელიც ძველი და ახალი თაობის ერთგვარი მუსიკალურ სინთეზს წარმოადგენს. მსმენელის წინაშე წარდგებიან დიჯეი Giorgi Pipia, Suspiria და Vakho.

BASSIANI: Kancheli | Ndrx | Zitto

HOROOM: Ninasupsa | HVL | Kvanchi


13 მარტს BASSIANI კლუბის რეზიდენტების საღამოს უმასპინძლებს - KANCHELI, NDRX-ს და ZITTO-ს HOROOM-ის ოთახში NINASUPSA , HVL და KVANCHI შეუერთდებიან.

KHIDI  LUIGI TOZZI/ EDIT SELECT/  OTHR /YANAMASTE


13 მარტს KHIDI-ს მთავარ სცენაზე ლაივ შესრულებით წარდგება კლუბის რეზიდენტი, HYPNUS RECORDS-ის ოჯახის წევრი, იტალიელი დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი LUIGI TOZZI. მასთან ერთად დაუკრავს შოტლანდიური სცენის თვალსაჩინო წარმომადგენელი და ამავე სახელწოდების ლეიბლის დამფუძნებელი EDIT SELECT. არტისტებს მასპინძლობას გაუწევენ KHIDI-ს ადგილობრივი რეზიდენტები: ლადუკა ნინუა ტექნოპროექტით - OTHR და ირაკლი დანელია, იგივე YANAMASTE . G2-ში დაუკრავენ პროექტ WYLTI-ს ერთ-ერთი წევრი დათუნა დგებუაძე სასცენო სახელით - RYDEEN და ლუკა მეტრეველი House/Electro ჟღერადობაზე ორიენტირებული პროექტით - L9.

მოახლეები


9 მარტს სამეფო უბნის თეატრი რეჟისორ ნიკა თავაძის სპექტაკლს "მოახლეებს" წარმოგვიდგენს. ნინო კასრაძის, ნატა მურვანიძის და ბაია დვალიშვილის მონაწილეობით შექმნილი სპექტაკლი ჟან ჟენეს საკულტო დრამის პირველი დადგმაა ქართულ სცენაზე.

ტროელი ქალები


14 მარტს სამეფო უბნის თეატრში დათა თავაძის სპექტაკლი “ტროელი ქალები” გაიმართება, რომელიც გვიამბობს ომგამოვლილ ქართველ ქალთა ისტორიებს 1990-იანი წლებიდან დღემდე. “მათი მონათხრობი სპექტაკლის უმთავრეს ნაწილს   შეადგენს, მასში ნათლად იკვეთება, რომ ქალთა მიმართ ძალადობის მანკიერი სურვილი საუკუნეების მანძილზე - ტროას ლეგენდარული ომიდან დღემდე - უცვლელი რჩება - ქალთა საჭიროებები ომის დროს იგნორირებულია, მათ ჩივილს არავინ უსმენს”.