14 აპრილს Yves Saint Laurent-მა ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე ახალი ვიდეოკლიპი - „ფრანგული წყალი“ (French Water) გამოაქვეყნა, რომლის იდეის ავტორი ენტონი ვაკარელო, ხოლო რეჟისორი - ჯიმ ჯარმუშია. ცხრაწუთიანი ვიდეო YSL-ს 2021 წლის ზაფხულის კოლექციას ეხმიანება.
„წვეულება დასრულდა. მარტო დარჩენილი მიმტანი (ლეო რილი) სტუმრებს ადევნებს თვალს, რომლებიც შარლოტ გინსბურს ეძებენ. მათი ჩურჩულის ექოები მრავლდება. ანტონი ვაკარელომ სიზმრისებური, სიურრეალისტური ბალეტის ორკესტრირებისთვის ჯიმ ჯარმუში აირჩია, რომელიც თავის წესებს მიჰყვება. მისტიკური, მოუხელთებელი შარლოტი ქრება და შემდეგ ხელახლა ჩნდება. ყველაფერი ვერტიგოს ფორმამდე იხლართება, სივრცე და დრო სასწაულებრივად ბრუნავენ მარადიულობაში“, - ვკითხულობთ YSL-ის კლიპის აღწერაში. „ფრანგულ წყალში“ შარლოტ გინსბური, ინდია მური, ქლოი სევინი, ჯულიანა მური და ლეო რილი მონაწილეობენ, მუსიკის ავტორი კი Noveller-ია.
ფოტოების წყარო:
1. elle.com
2. etcanada.com
დაწერე კომენტარი