6 ივლისს კანის კინოფესტივალზე ლეო კარაქსის პირველი ინგლისურენოვანი ფილმის, „ანეტის“ პრემიერა შედგება; აღსანიშნავია, რომ „ანეტი“ კარაქსის პირველი მიუზიკლიცაა. მასში მთავარ როლებს მარიონ კოტიარი და ადამ დრაივერი ასრულებენ; ასევე მონაწილეობენ სიმონ ჰელბერგი და ჩარლზ ჟილბერტი.
„ანეტი“ ცოლ-ქმრის, ცნობილი სოპრანოსა (კოტიარი) და კომედიანტის (დრაივერი) შესახებ მოგვითხრობს, რომელთა ცხოვრებაც მოულოდნელად იცვლება მისტიკური ქალიშვილის, ანეტის დაბადებით. ფილმში მოქმედება ლოს-ანჯელესში ვითარდება, გადაღებები ასევე მიმდინარეობდა გერმანიის სხვადასხვა ქალაქშიც, მათ შორის, კიოლნსა და ბონში. ფილმში 70-იანების ცნობილი როკ-ჯგუფის, Sparks-ის მუსიკა გაჟღერდება და როგორც ცნობილია, სიმღერებს მარიონ კოტიარი და ადამ დრაივერიც შეასრულებენ.
ფოტოების წყარო:
1. theguardian.com
დაწერე კომენტარი