1976 წელს The Body Shop-ის 25 პროდუქტის გაყიდვით დაწყებული ისტორია დღეს მსოფლიო მასშტაბით 3000-ზე მეტ მაღაზიასა და 73 ქვეყანაში გრძელდება. კომპანია, რომლის კონცეფცია თავიდან ბოლომდე ეთიკურ ნორმებს და ბუნებრივ ინგრედიენტებს ეფუძნება, ამავე დროს მხარს უჭერს ისეთ სოციალურ პრობლემებს, როგორებიცაა ქალთა გაძლიერება და მათი თანაბარ სამართლიან პირობებში არსებობა.
The Body Shop ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც მოახერხა და სილამაზის ინდუსტრია ქალთა საჭიროებებს მოარგო, თანაც სწორედ ისეთ ქვეყნებში, სადაც ამ საჭიროებების დაკმაყოფილების პრობლემა განსაკუთრებულად მწვავედ დგას. მაგალითად, 1994 წლიდან განას 11 სოფელში ყოველწლიურად 640 ქალი საკუთარი ხელით აწარმოებს 390 ტონა შიის კარაქს - ამ მხარეში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ კულტურას, რომლის დამზადების ტექნიკაც განაში თაობიდან თაობას გადაეცემა. ადამიანებს, რომლებიც ამ საქმიანობაში არიან ჩართული, The Body Shop ფინანსური დამოუკიდებლობის შესაძლებლობას აძლევს. გარდა ამისა, ამ ალიანსში გაწევრიანებულ ქალებს საშუალება აქვთ შიის ალიანსის საერთაშორისო შეხვედრებსა და ვორქშოპებსა დაესწრონ და ამ გზით ცნობიერება კიდევ უფრო აიმაღლონ.
გარდა განასი, The Body Shop მსგავს პროექტს პერუშიც ახორციელებს. არასამთავრობო ორგანიზაცია Candela, რომელიც ადგილობრივმა ქალმა დააარსა, თხილის შემგროვებელ ქალებს აერთიანებს. თხილის მოპოვება ამ კონტინენტზე საუკუნეების განმავლობაში ქალის საქმიანობას წარმოადგენდა და მას დღემდე საკუთარი ხელით მოიპოვებენ. კომპანია The Body Shop თხილის ზეთს, რომელსაც თავის მოვლის სხვადასხვა საშუალებებში იყენებს, სწორედ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებული ქალთა თემებიდან იღებს და მათ ფინანსური დამოუკიდებლობის უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს.
The Body Shop ბრიტანული ვარდის ხაზისთვის მთავარ ინგრედიენტს, ვარდს, ჰერტფორშირდის სასახლის ფერმიდან იღებს. სასახლის ფერმის დირექტორი ემა, რომლის სამსახურშიც, როგორც წესი, მამაკაცები დონიმირებენ, ამბობს, რომ თუკი ქალი მოახერხებს და თავის რწმენას არ უღალატებს, წარმატებას აუცილებლად მიაღწევს. ამ რწმენის სიმყარეში კი მას თავის საქმიანობასთან ერთად The Body Shop-ისგან მიღებული შთაგონებაც ეხმარება.
გარდა ამ სათემო ორგანიზაციებისა, The Body Shop სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობებშიცაა ჩართული, ქალთა საერთაშორისო დღეს The Body Shop USA 10 0000 დოლარით დაეხმარა იმ ორგანიზაციას, რომელშიც მომავალი მშობლები არიან გაწევრიანებული და რომელთაც The Body Shop-ისგან კეთილი ნებით მიღებული ეს დახმარება რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემის დაძლევაში დაეხმარება.
გარდა ამისა, კომპანია ეხმარება იმ ქალებსაც, რომლებსაც მენსტრუალური ჰიგიენის დაცვის შესაძლებლობა ფინანსური პრობლემების გამო არ აქვთ. სტატისტიკამ აჩვენა, რომ ბრიტანეთში უამრავი ქალი სწორედ ამ პრობლემის წინაშე დგას და სამწუხაროდ, ისეთი არაჰიგიენური საშუალებების გამოყენება უწევს, რომლებმაც შესაძლოა მათ რეპროდუქციულ ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. ამიტომაც ბოდიშოპმა ამ პრობლემის მხარდასაჭერად წამოიწყო კამპანია, რომელიც ამბობს, რომ მენსტრუალური ჰიგიენა ქალისთვის არც სიმდიდრის და არც პრივილეგიის საკითხი არ უნდა იყოს, არამედ ის, მიუხედავად ფინანსური მდგომარეობისა, ყოველი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.
The Bodyshop სოლიდარულია არასტანდარტული სილამაზის მიმართაც, მისთვის ასაკის, კანის ფერისა, წონისა და სხეულის ფორმების მიუხედავად ყველა ქალი ლამაზია, ამიტომაც თავის კამპანიებში ყოველთვის ცდილობს რომ სილამაზის არსებულ სტანდარტები უარყოს და ამ გზით ქალები თავდაჯერებული გახადოს. ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი ჯერ კიდევ 90-იან წლებში განხორციელებული კამპანიაა, სადაც The Body Shop-მა ალბათ ყველაზე სტანდარტული გარეგნობის თოჯინა ბარბი სხეულის არასტანდარტული ფორმებით გვიჩვენა, წარწერით : “მსოფლიოში სამი მილიარდი ქალია, რომელიც სუპერმოდელს არ ჰგავს და მხოლოდ რვა, ვინც ასეთია”
დაწერე კომენტარი