ამბობენ, წიგნი ყდით არ უნდა განსაჯოო, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ გარეკანის დიზაინმა შესაძლოა დიდი როლი ითამაშოს წიგნის პოპულარობაზე. ყდამ მკითხველს წიგნის ყიდვის სურვილი შეიძლება გაუჩინოს ან, პირიქით, გაუქროს.

წიგნმა თავისი გარეკანით გრძელი გზა გამოიარა. შუა საუკუნეებში წიგნი ფუფუნების საგნად ითვლებოდა და მას ხელით ამზადებდნენ. ყდებს ტყავისა და ოქროსგან აკეთებდნენ, რადგან წიგნს ღვთაებრიობის, ცოდნისა და ძალაუფლების სიმბოლოდ მიიჩნევდნენ.

დღევანდელი გარეყდა მე-19 საუკუნეში შეიქმნა და მოგზაურობის დროს წიგნის დასაცავად იყენებდნენ, შემდგომ კი აგდებდნენ.
გამომცემლებმა პირველად წიგნი სარეკლამო მიზნით გაფორმებული ყდით 1920-30-იან წლებში გამოსცეს და მას შემდეგ გარეკანს რეკლამის დანიშნულება მიენიჭა.

დღეს ტექნოლოგიურად განვითარებულ სამყაროში წიგნების ელექტრონულ ვერსიას კითხულობენ. სწორედ ამიტომ გამომცემლები ცდილობენ რაც შეიძლება საინტერესო გარეკანი ჰქონდეთ წიგნებს.

კარგი გარეკანი ერთგვარი ხელოვნების ნიმუშია, რომელზეც ხელი ყველას მიუწვდება.
წარმოგიდგენთ წიგნებს, რომელთა დიზაინი შთამბეჭდავია, ხოლო შინაარსობრივად ისინი საკულტო ნაწარმოებებად ითვლებიან.

დიდი გეთსბი,” სკოტ ფიცჯერალდი, 1925 წელი. ილუსტრატორი: ფრანცის ქუგათი (Francis Cugat)



პატარა უფლისწული,” ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი, 1943. ილუსტრატორი: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი


მექანიკური ფორთოხალი,” ენტონი ბერჯესი, 1962 წელი. ილუსტრატორი: დევიდ ფელჰამი (David Pelham)



მობი დიკი,” ჰერმან მელვილი
, 1851



ჰობიტი,” ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი, 1937 გარეკანი: ..
ტოლკინი



თამაში ჭვავის ყანაში,” ჯერომ სელინჯერი, 1951. ილუსტრატორი: მაიკლ მიჩელი
(E. Michael Mitchell)


ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა,” კენ კიზი, 1962. ილუსტრატორი: პოლ ბეიკონი (Paul Bacon)



ზარხუფი,” სილვია ჯარი
, 1963



ლოლიტა”, ვლადიმერ ნაბოკოვი, 1955. პირველი
გამოცემა



ულისე,” ჯეიმს ჯოისი
, 1922



“451º ფარენჰაიტით,” რეი ბრედბერი, 1966. ილუსტრატორი: ჯოსეფ მუგნაინი
(Joseph Mugnaini)



ნუ მოკლავ ჯაფარას,” ჰარპერ ლი, 1960. ილუსტრატორი:
უცნობი



ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა,” ჯოანა როულინგი, 1997. ილუსტრატორი: მერი გრანდფრი
(Mary GrandPré)



პერსეპოლისი,” მარჯან სატრაპი, 2000. ილუსტრატორი: მარჯან სატრაპი
(Marjane Satrapi)



მე მიყვარს დიქის,“ქრის ქრაუსი, 1997



ფოტოების წყარო: theguardian.com