ვანო ქსნელაშვილი ქართველი არქიტექტორი და ჯგუფ KILD (Ksnelashvili, Isora, Lozuraityte, Daunys)-ის ერთ-ერთი დამაარსებელია, რომლის ოფისი ლიეტუვაში, ვილნიუსში მდებარეობს.

ვანოს გვიან ვხვდებით. თბილისში ცოტა ხნით არის და დროშიც შეზღუდულია. ის ჯერ თბილისურ გამოცდილებაზე გვიყვება, შემდეგ ვილნიუსზე, ლონდონზე, სეულზე.

2008 წელს, თბილისში განათლების მიღების შემდეგ, ის ვილნიუსის ტექნიკურ უნივერსიტეტში მაგისტრატურის კურსის გასავლელად გაემგზავრა, სადაც მისი სადიპლომო პროექტი დაჯილდოვდა წლის საუკეთესი დამამთავრებელი ნამუშევრის ხარისხით.



სწავლის დამთავრებისთანავე ვანო ქსნელაშვილმა მოწვევა საერთაშორისო კომპანია Architects of Invention-დან მიიღოOMA-ში მუშაობის შემდეგ, კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჯაფარიძემ გადაწყვიტა გუნდის სამუშაო OMA-ში მიღებული გამოცდილებით წარემართა, რაც ქართული რეალობისთვის სიახლეს წარმოადგენდა.

კომპანია მიზნად ისახავდა არქიტექტურული პრობლემატიკის უახლესი მეთოდოლოგიით გადაჭრას, რთულ და კომპლექსურ სამუშაოებს, რომელთა ფორმა სხვადასხვა სოციალური და კულტურული მახასიათებლებით განისაზღვრებოდა. ამ პროცესებმა უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობა შექმნეს.

 

2010 წლიდან მან ისეთ პროექტებში მიიღო მონაწილეობა, როგორებიცაათბილისის პროკურატურალაზიკის მუნიციპალიტეტიბათუმის რივიერათიბისი ბანკის სათავო ოფისი და სხვა. 2013 წელს Architects of Invention-მა ლონდონში გადაინაცვლა, სადაც ვანო ქსნელაშვილი პროექტის ლიდერის პოზიციაზე მუშაობდა მოსკოვის, ლონდონის, პრაღის, ჟენევას, სანტიაგოს, ბერლინის, ვილნიუსის და თბილისის პროექტებზე. ამ პერიოდში შესრულებული პროექტების სია ვრცელია და მათ შორისააModular Cinema (2014), Hloubetin Community Centre (2014), Telecom Tower (2014), Russian Expo Pavilion (2015), Staines Bridge Street (2015), Origami Highline (2015), Nine Elms Bridge (2015), Skijump k-75 (2016) Berlin Museum of 20th century (2016), Seychelles Hotel (2016), Kaunas Science Museum (2016), Renault Renault Digbeth in Birmingham (2017).



ფოტო: ნაკანი მამასახლისი

ზემოთ ჩამოთვლილი პროექტებიდან აღსანიშნავია ახლახან დასრულებული ოფისის შენობა მოსკოვში და ასევე მოსკოვში მშენებარე ტატლინის აპარტამენტები, რომლის გახსნაც 2019 წლის ბოლოს იგეგმება.

საუბარს ფორმის პრობლემატიკაზე ვაგრძელებთ. თანამედროვე არქიტექტურის ფორმა ცივი და გლობალურია. ის კვეთს დროსა და სივრცეს და უსასრულოდ მოგზაურობს კონტინენტებს შორის. ასეთი სიჩქარე არანორმალურად დიდ სამუშაოს და კონცენტრაციას მოითხოვს. არქიტექტორის პრაქტიკაში სულ უფრო ხშირი ხდება ინფორმაციის მოგროვება და კვლევა. გარდა არქიტექტურული ამოცანებისა, ჯგუფმა კომპლექსური ურბანული საკითხებიც უნდა გაიაზროს, რაც ნიმუშების ტექნიზაციის ახლებურ ეტაპს ნიშნავს. სეულში მოგზაურობა თითქოს ცდება და ამავდროულად უახლოვდება ამ გამოცდილებას. კორეაში ჩასვლა გარკვეულად ცვლის ხედვის კუთხეს, ახლოდან ხედავ არსებულ იდეოლოგიას, კონტექსტს, პრობლემებს, რაც კურატორის ფუნქციასაც განიჭებს. გარდაუვალი ხდება მიღებული ფიზიკური ინფორმაციის დახარისხება, მათი გადანაწილება და ამგვარად არქიტექტურის ნიმუშის წარმოდგენა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია თბილისური პრობლემატიკაც. თუმცა დეველოპერების პრობლემა არა მხოლოდ თბილისის, არამედ ზოგადად განვითარებადი ქალაქების გადაუჭრელი საკითხიცაა. ვანოს თქმით, ანალოგიურ გამოცდილებას ვხვდებით კორეაშიც. სეულის არქიტექტურულ ბიენალეზე, რომელიც თბილისის ბიენალეს მსგავსად პირველად გაიმართა, მთავარ პრობლემას სწორედ ველური განაშენიანება წარმოადგენდა. საკითხავია, როგორ და რანაირად შეიძლება მოგვარდეს ესქაოსი“. ამ კითხვაზე მარტივ პასუხებამდე ვერ მივდივართ. როგორც ჩანს, გლობალურ ტრენდებს შორის არსებობს წმინდად საბაზრო ღირებულების მქონე ნიშები და ცალკეული ექსპერიმენტები, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებას ცდილობენ. ამ მხრივ ვანოს დიდი გამოცდილება აქვსკონკურსებში მონაწილეობა, კონკურენცია ძველ თაობებთან და საბაზრო ტრენდებთან საკმაოდ რთული და დინამიკური პროცესია. ხშირია იმედგაცრუებაც, თუმცა მიღებული გამოცდილება უნიკალურია. მეორე მხრივ, ვანო აღნიშნავს, რომ საჯარო სივრცესა და სოციალურ ურთიერთობებზე დაკვირვებით შესაძლებელია არქიტექტურის და კონტექსტის დაახლოება. ისტორია და გეოგრაფია დიდწილად აღარ წარმოადგენენ მთავარ აგენტებს, საჭირო ხდება ინფორმაციული კვლევა და სივრცის ავთენტური მახასიათებლების დადგენა. მიუხედავად ამისა, ტრანსეკონომიკურ სამყაროში ვერ ავცდებით მეგაპროექტებს, მათი მშენებლობები გარდაუვალია.


შედეგად, არქიტექტურული პროექტების კეთების დროს ვანოსთვის აუცილებელია გარკვეული საზღვრების არსებობა. ეს საზღვრები ხშირად ის მონაცემები და პარამეტრებია, რომლებსაც თვითონ სივრცე იძლევა. მიუხედავად ამისა, დღეს არქიტექტურულ რუკაზე სხვადასხვა ტიპის პროფილს შეხვდებით. ხშირია ინდივიდუალური, სივრცისგან დამოუკიდებელი კონსტრუქციები, რომლებსაც პოსტმოდერნისტული პრინციპით აგებენ. არანაკლებ რელევანტურია პროექტები, რომლებიც საერთოდ არ ატარებენ ინდივიდუალურ ხასიათს და მხოლოდ საზოგადოების ჩარევაზე, სოციალური ურთიერთობების ფორმებზე არიან დამოკიდებული, ან ორიენტირებული ახალი სოციალური ფორმების შექმნაზე და სხვა. ამ რუკაზე თავის აღმოჩენა ვრცელ და კომპლექსურ სამუშაოებს საჭიროებს.



ვანოს
ბიოგრაფიაში უკვე ბევრი არქიტექტურული კონკურსი და მნიშვნელოვანი პრიზია. 2017 წლის ზაფხულში მან სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ეკოხიდის საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა. კონკურსში 42 არქიტექტურული კომპანია მონაწილეობდა, საიდანაც 20 უცხოურ ოფისს წარმოადგენდა. საფეხმავლო დაჰაბიტატხიდის ღირებულება 9,1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და მისი მშენებლობის დასრულება 2020 წელს იგეგმება.





სწორედ
ერთი წლის შემდეგ (2018) ვანომ კაუნასის საფეხმავლო ხიდის კონკურსში გაიმარჯვა ლიეტუვაში. პროექტს საკმაოდ საინტერესო ლოკაცია აქვს, იგი კუნძულზეა და ამავდროულად კაუნასის ძველ ქალაქში მდებარეობს. ტერიტორია გამოირჩევა ახალი სამომავლო ამბიციური პროექტებით, როგორებიცაა ჩიურლიონისის საკონცერტო დარბაზი (PAS Architects) და მეცნიერების მუზეუმი (SMAR Architects). პროექტის მშენებლობა 2020 წელს იგეგმება და მისი ბიუჯეტი 8 მილიონ ევროს შეადგენს.

მისი ბოლო პერსონალური პროექტებიდან აღსანიშნავია თეატრის საკონკურსო პროექტი სეულშისაცხოვრებელი კომპლექსი ვილნიუსშისახელოვნებო/საგანმანათლებო ცენტრი სეულში და კლაიპედას ბიბლიოთეკა.

2018 წლიდან ვანო ქსნელაშვილი დამოუკიდებელი ექსპერტის ფუნქციას ასრულებს პრემიისთვის European Union Prize for Contemporary Architecture – Mies van der Rohe Award.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ვანომ მის ოფისთან ერთად მიიღო ჯილდო სახელად Global Lithuanian Award,  რომელსაც ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ყოველწლიურად ატარებს.



თბილისის პირველ არქიტექტურულ ბიენალეზე (2018) ვანო ქსნელაშვილი ბიენალეს ოთხი უცხოელი მხარდამჭერი პარტნიორიდან ერთ-ერთს წარმოადგენს და მისი ნამუშევარი წელს ჯგუფ Copypaste-თან ერთად გამოიფინა. გარე ინსტალაცია დროებითია და მას Forms of Living ჰქვია.

ჯგუფი Copypaste დიდხნიანი თანამშრომლობის შემდეგ არქიტექტურულ მეთოდებზე დაყრდნობით თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრებს ქმნის.  ვიზუალური მეხსიერების, მოდელებისა და მათი სოციალური მიმართებების კვლევა ჯგუფის ძირითად ფოკუსს წარმოადგენს, რაც ახალ მანიპულაციებს და ტრანსფორმაციებს უხსნის გზას.

ფოტოების წყარო:
1. bustler.net
2.
palekas.lt
3. archdaily.com
4. architectsofinvention.com