რამ განაპირობა შენი გრაფიკული დიზაინით დაინტერესება?

I had a lot of fun



შენი აზრით, რა  მთავარ პრინციპებს ეფუძნება გრაფიკული ნამუშევრის ლოგიკა?

არსებობს რამდენიმე დიზაინ-მოძრაობის და სკოლის მიერ დაწესებული ფუნდამენტური პრინციპები, რომელსაც არა მარტო ვიზუალურ კომუნიკაციაში, არამედ სხვა ხელოვნების დარგებშიც ფართო გამოყენება აქვს. ვისაუბრებდი კომპოზიციის სიმეტრიულობასა და ჰარმონიაზე, ოქროს კვეთასა და იერარქიაზე, white space-ის ბალანსსა და ტიპოგრაფიის მნიშვნელობაზე დიზაინში,  მაგრამ არ არსებობს წესი, რომლის დარღვევის შემთხვევაში ნამუშევარი შეიძლება “არასწორად” ჩაითვალოს, თუ ის თავის საქმეს ასრულებს, ადრესატთან სწორ კომუნიკაციას ამყარებს ან უბრალოდ ემსახურება პრაქტიკას და განვითარებას.




რა ნიშნით განსხვავდება  შენთვის საავტორო და კომერციული დიზაინი?

კომერციული დიზაინი საავტოროსგან განსხვავებით კონკრეტული მესიჯებისგან შემდგარი პროდუქტია, რომელშიც გასათვალისწინებელია როგორ ადაპტირდეს ინფორმაცია ერთ რომელიმე ნიშაზე და როგორ გაიყიდოს პროდუქტი. ამ შემთხვევაში გრაფიკული დიზაინი უბრალოდ მედიუმია, როცა  პროდუქტის ვიზუალური მხარე სასურველია, მაგრამ არ არის აუცილებელი artistic იყოს.




გარდა პოსტერებისა, მუშაობ ვიდეოზეც, თუმცა ამ მიმართულებითაც მკაფიოა შენი ხელწერა, როგორია ვიდეოსთან მუშაობის პროცესი?

უმეტესწილად, ვიდეოსთან მუშაობის პროცესი ძალიან სპონტანურად იწყება და უბრალოდ თერაპიული დატვირთვა აქვს.  პროცესში ყველაზე მეტად თავს იყრის ის ელემენტები და კომპოზიციები, რომელთა მხოლოდ გრაფიკულად გადმოტანა დამენანა ან უბრალოდ მინდოდა სტატიკურთან განსხვავებით უფრო მეტი რამ ეთქვა. ყველა ვიდეო სხვადასხვა პერსპექტივების ნაზავია, რომელიც გარემო პირობებმა ვიდეოს კეთების დროს შექმნა.




გრაფიკული დიზაინის გარდა,  მუშაობ ვებდიზაინზე, რა არის ყველაზე დიდი სირთულე ვებგვერდის დიზაინის შექმნისას?

ყველაზე  რთული და დიდი გამოწვევა  ინტუიციური, მომხმარებლის ქცევაზე ორიენტირებული, ფუნქციონალურად გამართული ვებდიზაინის შექმნაა, სადაც ვიზუალური მხარე უნდა ემთხვეოდეს ბრენდის ესთეტიკას.



შეგიძლია რეკომენდაციის სახით ჩამოგვითვლო რამდენიმე  გრაფიკული დიზაინერი, ვინც უნდა ვიცოდეთ?

Sucukundbratwurst, Colindoerffler, Format.zero, Darrenoorloff, Jonathancastro