ამ სეზონზე საყიდლებზე სიარული კიდევ უფრო სახალისო და საინტერესო ხდება. გაზაფხულის მზიან, თუმცა ცვალებად ამინდებში განწყობის ასამაღლებლად თვის Shopping-რეკომენდაციებს გთავაზობთ, სადაც ბევრ ქართულ - გამორჩეული ხარისხის სამოსსა თუ საინტერესო კონცეპტუალურ ნივთებსა და ობიექტებს აღმოაჩენთ. 

IERI Store 




დიზაინერ ქეთევან ხერხეულიძის ბრენდის, MUZARADI-ის ახალ ქუდებს კონცეპტუალურ მაღაზია “
იერში” იპოვით. პასტელური ფერისა და დახვეწილი ფორმის ქუდები გაზაფხულის ცვალებად ამინდშიც გამოგადგებათ. 

Reckless


2020 წლის აგვისტოში შექმნილი ქართული ბრენდი Reckless, რომლის სათავეშიც  ქართველი შემოქმედი ახალგაზრდები დგანან, მუდმივად საინტერესო ვიზუალისა და კონცეფციის სამოსს სთავაზობს მომხმარებელს. ამჯერად, საბჭოთა დროის საქორწილო მანქანის შთაგონებით შექმნილ მაისურს გირჩევთ, რომლის შეძენაც Reckless-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი. 

Buyers 


კონცეპტუალურ მაღაზია “ბაიერსში” ამერიკული ეკომეგობრული ბრენდის, BAGGU-ს ფერად და საინტერესო ჩანთებს აღმოაჩენთ, რომელიც საგაზაფხულო განწყობას განსაკუთრებით უხდება. ნარჩენების მინიმიზაცია და მდგრად მასალებზე მუშაობა ბრენდის ხედვის ნაწილია, რომლითაც ისინი მრავალჯერადი გამოყენების, გადამუშავებად ჩანთებს ქმნიან. მრავალფეროვანი პრინტებითა და ფერებით გამორჩეული ჩანთების შეძენა ბაიერსში  შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე მაღაზიაში სტუმრობისას. 

თერაპია 


ახალ სეზონზე განწყობისა და თვითშეფასების ასამაღლებლად “თერაპიის” დღიურის შეძენას გირჩევთ, რომელიც ყოველდღიურად დროისა და გეგმების სწორად განაწილებაში, საინტერესო ინფორმაციებითა და დადებითი ენერგიებით დამუხტვაში დაგეხმარებათ. მისი შეძენა “თერაპიის” Instagram-ის გვერდიდანაა შესაძლებელი. 

Pangaia X Takashi Murakami



როექტი, რომელიც ფუტკართა გადარჩენას ემსახურება და რომლისთვისაც 2020 წელს იაპონელი არტისტი ტაკაში მურაკამი და გლობალური ეკომეგობრული ტანსაცმლის ბრენდი PANGAIA გაერთიანდა, წელსაც გრძელდება. მათი ახალი ერთობლივი კოლექციის დათვალიერება და შეძენა, რომელიც არტისტის ცნობილი ყვავილების პრინტითაა გაფორმებული, MoMA Design Store-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.

Lovestars


Lovestars-ის პრაქტიკული, თუმცა, ამავდროულად, ავთენტური დიზაინის ფეხსაცმელი გაზაფხულის მზიან ამინდებს განსაკუთრებით უხდება. სხვადასხვა საინტერესო პრინტებით შექმნილ Mary Janes-ის მოდელის შეძენას Lovestars-ის Instagram-ის გვერდზე შეძლებთ. 

More is Love

კონცეპტუალურ მაღაზია More is Love-ში მზის სათვალის მრავალფეროვან არჩევანს აღმოაჩენთ. ავსტრალიური ბრენდის, Le Specs-ის პასტელური ცისფერი სათვალე, რომელიც თვალს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს, ამ სეზონისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მის შეძენას More is Love-ის მაღაზიაში ან ონლაინ, მის ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებთ. 

BREDA



ამერიკული საათების ბრენდი BREDA, რომელიც ინდივიდუალური სტილითა და უნიკალური დიზაინით გამოირჩევა, ამ სეზონისთვის საათების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. ვინტაჟური მეტალის საათებით დაწყებული, გადამუშავებადი პლასტიკით შექმნილი ფერადი მაჯის საათებით დამთავრებული აქ თვენთვის სასურველს ნამდვილად იპოვით. მათი შეძენა ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.


Eshvi 

დახვეწილი დიზაინით გამორჩეული სამკაულების ბრენდი “ეშვი”, რომელიც ყველასთვის სიმბოლურად ბედნიერების თილისმასთან ასოცირდება, ამ სეზონისთვის კიდევ უფრო ფერად და საინტერესო ბეჭდებს სთავაზობს მომხმარებელს. Lip Rings, რომელიც ექსკლუზიური კოლექციის ნაწილია, გეომეტრიული ფორმებით ხასიათდება. მის შეძენას Eshvi-ის ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებთ. 

Azurite 



კონცეპტუალური მაღაზია Azurite-დან, რომელიც ინტერიერისთვის სხვადასხვა საინტერესო ობიექტებს ქმნის, ამჯერად ორიგინალურ სარკეებს გირჩევთ. გადამუშავებული ქაღალდით შექმნილი სარკის ფერადი ჩარჩოები თქვენს სივრცეს უფრო მხიარულსა და საინტერესოს გახდის. მისი შეძენა Azurite-ს Instagram-ის გვერდიდან  შეგიძლიათ. 

The Skateroom x Keith Haring



კით ჰარინგის ფონდისა და The Skateroom-ის მიერ ერთობლივად შექმნილი დეკორატიული სკეიტბორდის დაფები თქვენს ინტერიერს უნიკალურ ხასიათსა და საინტერესო ელფერს შესძენს. არტისტის გამორჩეული ნამუშევრების პრინტებით გაფორმებული დაფების დათვალიერება და შეძენა The Skateroom-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.


Studio Tricolor 


ამჯერად, Studio Tricolor-ის საინტერესო ფორმის ობიექტები ქართული ხალიჩის ელემენტების შთაგონებით შეიქმნა. გაზაფხულის ფერადი განწყობა ნებისმიერი სივრცის ინტერიერისთვის მნიშვნელოვანია, რაშიც Tricolor-ის ეს კონცეპტუალური ნივთები დაგეხმარებათ. მათი შეძენა სტუდიოს Instagram-ისა და Facebook-ის გვერდებზეა შესაძლებელი. 

MOTIF 




ამ სეზონზე ფერადი, საინტერესო აბსტრაქტული პრინტებითა და პატერნებით გაფორმებული პლედები კიდევ უფრო აქტუალურია. სწორედ ამიტომ, ამჯერად ესპანელი ინტერიერის დიზაინერის, ჯეიმი ჰაიონის ნამუშევრებით შექმნილ პლედს გირჩევთ, რომელიც პრემიუმხარისხის დიზაინერული სახლის ნივთების მაღაზია MOTIF-შია წარმოდგენილი.