კინემატოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაჯილდოების, “ოსკარის”  93-ე ცერემონიის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. 25 აპრილს ლოს-ანჯელესში გამართული ცერემონია, რომელსაც მხოლოდ ნომინანტები და წამყვანები ესწრებოდნენ, წელს უჩვეულო რეჟიმში მიმდინარეობდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, “ოსკარის” 93-ე ცერემონიაზე ამერიკის კინოაკადემიის ისტორიაში ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი შეიქმნა. 


კინემატოგრაფიის ამერიკული აკადემიის გადაწყვეტილებით,  წლის საუკეთესო ფილმი აზიელი რეჟისორის, ქლოი ჟაოს Nomadland გახდა. ამასთან, ქლოი ჟაო ამერიკის კინოაკადემიის ისტორიაში პირველი აზიელი ქალი გახდა, რომელმაც ოსკარი საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში მოიპოვა. ფილმი დაქვრივებულ და სამსახურის გარეშე დარჩენილ ქალზე მოგვითხრობს, რომელიც ფურგონში ცხოვრებასა და ამერიკაში მოგზაურობას გადაწყვეტს. მსახიობმა ფრენსის მაკდორანდმა, რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს, აკადემიის ჯილდო სწორედ მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალის ნომინაციაში მიიღო. 


გამარჯვებულებს შორისაა ფრანგი რეჟისორის, ფლორიან ზელერის ფილმ Father-ის მსახიობი ენტონი ჰოპკინსიც. მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცის ნომინაციაში გამარჯვებული მსახიობი ფილმში ინგლისელ მსახიობ ოლივია კოლმანთან ერთად თამაშობს, რომლებიც მამისა და შვილის დაბრკოლებებითა და დაბნეულობით სავსე ურთიერთობის შესახებ გვიამბობენ. რაც შეეხება მეორე ჯილდოს, ფილმმა ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარის ნომინაციაში მოიპოვა. 




ცერემონიამდე განსაკუთრებულ წარმატებას კორეელი რეჟისორის, ლი ისააკ ჩუნგის ფილმ Minari-ში მონაწილე მსახიობ იუნ იუ-ჯუნგსაც უწინასწარმეტყველებდნენ. წინასწარმეტყველება გამართლდა და იუნ იუ-ჯუნგი პირველი კორეელი ქალი გახდა, რომელმაც მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა. ბრიტანელი მსახიობი დენიელ კალუია კი მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცის ნომინაციის გამარჯვებულია, რომელიც ამერიკელი რეჟისორის, შაკა კინგის 2021 წლის ბიოგრაფიულ დრამაში - Judas and the Black Messiah-ში ამერიკელი აქტივისტის, ფრედ ჰემპტონის როლს ასრულებს. 


Walt Disney Pictures-ისა და Pixar-ის ანიმაციური სტუდიის ერთობლივი ნამუშევარი Soul კინოაკადემიის ისტორიაში ოსკარის მფლობელი ის სრულმეტრაჟიანი ანიმაცია გახდა, რომელიც ამერიკის კინოთეატრებში არ უჩვენებიათ. პიტ დოკტერისა და კემპ პაუერსის ეს ნამუშევარი გამორჩეულია იმითაც, რომ ის Pixar-ის პირველი ანიმაციაა, რომლის პროტაგონისტიც ჯეიმი ფოქსის მიერ გახმოვანებული შავკანიანი გმირია. ანიმაციამ ცერემონიაზე მეორე ჯილდოც დაიმსახურა და ნომინაციაში საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის ოსკარი გადაეცა. 

ამერიკის კინოაკადემიამ გამარჯვებულები 23 ნომინაციაში გამოავლინა:

საუკეთესო ფილმი:

2021 წლის საუკეთესო ფილმის ჯილდოსთვის რვა ფილმი იბრძოდა:

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცი:

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი:

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცი:

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი:

საუკეთესო რეჟისორი:

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი:

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი:

საუკეთესო ორიგინალური სცენარი

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი:

საუკეთესო საერთაშორისო ფილმი:

საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის:

საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის:

საუკეთესო ხმის რეჟისურა:

საუკეთესო მხატვრობა:

კოსტიუმების საუკეთესო დიზაინი:

საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა:

საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი:

საუკეთესო მონტაჟი:

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები:

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი:

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი:

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი: