ამერიკულმა არქიტექტურულმა სტუდიამ Craig Steely Architecture-მ სილიკონის ველზე Roofless House, ანუ სახლი სახურავის გარეშე შექმნა. არქიტექტორებმა სახლის გარშემო მაღალი ხის ღობე აღმართეს, რის შედეგადაც ექსტერიერსა და ინტერიერს შორის ხაზი გააქრეს და ტრადიციულ სახლის განლაგებაზე უარი თქვეს.
თავდაპირველად იდეას საფუძველი დამკვეთის მოთხოვნამ ჩაუყარა. მეპატრონეს სურდა, ჰქონოდა გარეთ ისეთი სივრცე, სადაც სტუმრების მიღებას და დასვენებას შეძლებდა, მაგრამ ტრადიციული მეთოდებით ასეთი სივრცეების შექმნას მისი სახლის გარშემო დასახლებული მეზობლები უშლიდნენ ხელს.
სწორედ ამიტომ, სახლის კონცეფციამ ინოვაციური სახე მიიღო. არქიტეტორებმა ტრადიციულად ჰორიზონტზე გაშლილი ხედი უგულებელყვეს და მის მაგივრად ფოკუსი ვერტიკალურ, ანუ ცის ხედზე გადავიდა. შესაბამისად სახლის გარშემო 4.5 მეტრის სიმაღლის ხის ღობე აშენდა. ხის ღობე სწორ ხაზს არ მიჰყვება და ორიგინალური ფორმით გამოირჩევა. ამ კონსტრუქციის საშუალებით ყურადღება გარშემო მდებარე უინტერესო და ერთფეროვანი ხედებიდან ცაზე და დღის განმავლობაში ჩრდილების ცვლილებაზე გადავიდა.
ღობის შიგნით სახლი ორ ნაწილადაა დაყოფილი. ერთი ნაწილი “სოციალურ” მხარეს, ანუ სამზარეულოს, მისაღებ და ლაუნჯ ოთახებს აერთიანებს, ხოლო მეორე ნაწილში საძინებლებია განთავსებული.
დაწერე კომენტარი