ელენე მალაზონიას მიერ შექმნილი ილუსტრაციები, კორონავირუსთან დაკავშირებით, რომლებიც ერთგვარი მესიჯია ჩვენთვის, უარი ვთქვათ ნეგატიურ აზრებსა და ემოციებზე, სანაცვლოდ კი ფიქრები მივმართოთ პოზიტივისკენ.

"არა,  ეს არ არის ის, რასაც თქვენ ფიქრობთ. ეს ილუსტრაციები არის იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ნეგატიური აზრები და ენერგია, რომელიც ყოველდღიურად გვაწუხებს. მოდით, ვიფიქროთ, რომ ყველას გვაქვს წარმოსახვითი ნიღბები, რომ დავრჩეთ უსაფრთხოდ, ვიყოთ უფრო ჯანმრთელები, როგორც ფიზიკურად ასევე მენტალურად. რაც მთავარია, არ დაგვავიწყდეს,რომ ყოველდღე ძილის წინ გავასუფთაოთ ჩვენი გონება." - ელენე მალაზონია