ანუკი არეშიძემ 2021 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია სულ ცოტა ხნის წინ Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულზე წარადგინა, დიზაინერი ამჯერადაც არ დააღალატებს მოდის მოყვარულებს და კოლექციაში 50-60-იანი წლების ესთეტიკის მქონე ნაზ და ფემინურ კაბებს წარმოგვიდგენს, რომლებიც მოდის სამყაროს ცნობილ სახეებს - გრეის კელის, ავა გარდნერს და ელიზაბეტ ტეილორს - მოგვაგონებს.
შოუზე ჩვენ ამ კაბების მთელი რიგი ვარიაციები ვიხილეთ, იქნება ეს მდიდარი შავი ხავერდი, ბრჭყვიალა თუ ტყავის ქვედაბოლოები, ბალერინას კაბები, ტყავისა თუ მატყლის ქურთუკები. ყვავილები, რომლებიც Anouki-ის კოლექციაში გასულ წელსაც მნიშვნელოვანი დეტალი იყო.
წელს კი, როგორც დიზაინერი ამბობს, Anouki-ს მთლიანი კოლექცია შთაგონებული და შექმნილია იდეით, რომლის მიხედვითაც ამ სამოსში გამოწყობილმა ქალებმა შუაღამის ცაზე თავი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებად უნდა იგრძნონ.
View this post on Instagram
დაწერე კომენტარი