ცოტა ხნის წინ მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე Tiko Paksa-ს 2021-22 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება გაიმართა, რომელიც დიზაინერმა გარდამავალ პალიტრაში - ნაცრისფერ, ჩალიფერ, ბორდოსფერ, შავსა და ლაჟვარდოვან პასტელურ ფერებში წარმოგვიდგინა. მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე თიკო პაქსაშვილის კოლექციაში წარმოდგენილი იყო დღევანდელი აჩქარებული და ქაოსური ცხოვრების რიტმით შთაგონებული Ready-to-Wear ტანსაცმელი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი სპორტული ელემენტები გახდა. ვიხილეთ კოსტიუმები მტკიცე კუთხეებით, მინი-კაბები,  "ჟორსეს" ზოლიანი ფერადი ტოპები, ასევე შალის, ვისკოზასა და ჟორჟეტის სამოსიც.



Tiko Paksa-ს ბრენდი, რომელიც თიკო პაქსაშვილმა 2012 წელს შექმნა, გამოირჩევა როგორც სუფთა და მინიმალისტური კოლექციებით, ასევე მარტივი და ნაზი, მრავალფეროვანი ფორმებით, ბრენდი ფოკუსირებულია მაღალ ხარისხზე, მოდური, ფერადი და მიმზიდველი ტანსაცმლის შექმნაზე.