ცოტა ხნის წინ მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე Ingorokva-ს 2021-22 წლის შემოდგომის კოლექციის ჩვენება გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ბროლის ფერადი ქვებით გაწყობილი ჩალისფერი, წითელი, შავი და თეთრი ტანსაცმელი. კოლექციაში ძირითადად საღამოს ლუქები თამუნა ინგოროყვამ ჩვენს წარსულ დაუვიწყარ და ახლა ყველასთვის მიუწვდომელ ღამის ცხოვრებას მიუძღვნა. Ingorokva-ს შემოდგომის კოლექცია მიეძღვნა იმ დაკარგულ დღეებს, რომელიც მსოფლიო პანდემიის გამო გამოვტოვეთ და მოტივაციას, რომ გავექცეთ დღევანდელ რეალობას და დავუბრუნდეთ ძველებური ცხოვრების სტილს. დიზაინერმა კოლექციაზე მუშაობისას ინსპირაციის წყაროდ ქუჩის ხელოვნება გამოიყენა, რომელსაც ჩვენი ქალაქის პატარა კუთხეებში ყველგან შეხვდებით და რომელთა რიცხვი და მრავალფეროვნებაც განსაკუთრებით კარანტინის დროს გაიზარდა. მისივე განმარტებით, 2021 წლის შემოდგომის კოლექცია ნოსტალგია და პატივისცემაა ყველა იმ ლამაზი წუთისა და მომენტისა ჩვენი წარსულიდან, რომელიც კიდევ უფრო ართულებს ჩვენს მდგომარეობას დღევანდელ სიტუაციაში.
დაწერე კომენტარი