დღეს, 9 მაისს, საქართველოს დროით 20:00 საათზე, თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში SITUATIONIST-ის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება გაიმართა. კოლექცია საქართველოს მთიანი რეგიონების ხასიათს ასახავს და სხვადასხვა სტილსა თუ პერსონაჟს აერთიანებს - შავი ზღვის სანაპიროსა და სვანეთის მთების ჩათვლით. დეტალები, რომლებიც ქართულ ტრადიციებს გამოხატავს, კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილია. როგორც SITUATIONIST ამბობს, პანდემიამ და მსოფლიოში არსებულმა რთულმა მდგომარეობამ მას უბიძგა, რომ უფრო მძაფრად დაენახა ბუნების ღირსებები და მასზე ზრუნვის აუცილებლობა. 

აღსანიშნავია, რომ SITUATIONIST-ის კრეატიულმა დირექტორმა, ირაკლი რუსაძემ, ბრენდის სახელით საზოგადოებას პირველად წარუდგინა ხელით ნაქსოვი აქსესუარები და ფეხსაცმელები.