კოლექციაში "ციფრული კიდობანი" Godera გვიჩვენებს მომავალს, რომელშიც ადამიანებს თავიანთი ფიზიკური მდგომარეობა აქვთ დაკარგული და მათი გონება ციფრულ სამყაროშია ტრანსცენდენტირებული. მომავლის  ადამიანს არც პერსონალური მეხსიერება გააჩნია, არც ეგოცენტრულია და არც ემპათიითაა სავსე სამყაროს მიმართ. მაშინ, როცა აპოკალიფსი მოხდება, ადამიანები ციფრულ კიდობანში მხოლოდ საკუთარს კი არა, მთელი დედამიწის ბინადართა მოგონებებსაც შეინარჩუნებენ და დაიცავენ. კოლექციაში Godera დღევანდელ მოდის ინდუსტრიას პლანეტის რესურსების მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულის გამო აკრიტიკებს, რაც მრავალი სახეობის ცხოველის გადაშენებისა და მათზე ძალადობის მიზეზი ხდება. გარდა იმისა, რომ დიზაინერი კოლექციის კონცეფციით  მგრძნობელობას გამოხატავს ეკოლოგიური პრობლემების მიმართ, ასევე აქტიურად მუშაობს ვეგანური ტყავის შექმნაზე, ეს კოლექცია ამავე მატერიით დამზადებულ აქსესუარებსაც მოიცავს.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by . GOD ERA (@god__era)