La Tresorerie

ეს
 არის სკანდინავიური სახლის დეკორისთავის მოვლის საგნებისა და chic coffee shop-ის სინთეზიანუ იდეალური ადგილი გემოვნებიანი დიასახლისებისთვისნეიტრალურ ფერებში გადაწყვეტილ ნათელ სივრცეში სასურველ ნივთს აუცილებლად იპოვით და ისრაც არ გჭირდებათსაჭიროდ მოგეჩვენებათშოპინგის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი ტარტინები და ყავა.




L’ eclaireur

მინიმალისტური ავეჯის, დეკორისა და დიზაინერების სამოსის მაღაზია, რომლის ინტერიერიც ყველა ფილიალში განსხვავებულია. დეკორატიული ნივთების, აქსესუარებისა და სამოსის გარდა აქ ფუტურისტულ ინსტალაციებსაც იხილავთ, რომლებსაც ხშირად სიმბოლური დატვირთვა აქვთ და ერთგვარ სათქმელს ამბობენ. კონცეპტუალური მაღაზიის ცივ ტონალობებთან საინტერესო კონტრასტს ქმნის ფერადი აქსესუარები და ნახატები, რაც ნამდვილი ესთეტებისთვის შთაგონების წყარო გახდება. მაღაზიაში წარმოდგენილია ისეთი მსოფლიო ბრენდები, როგორებიცაა – Gucci, Balenciaga, Fendi, Oscar de la Renta, Saint Laurent და სხვები.



Nous

პარიზის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული კონცეპტუალური მაღაზიის, Colette-ის მოულოდნელი დახურვის შემდეგ, მისმა საათებისა და ტექნიკის დეპარტამენტის უფროსმა, Sébastien Chapelle-მა გადაწყვიტა გაეხსნა ახალი მაღაზია – Nous (ქართ. “ჩვენ”), სადაც Colette-ისგან განსხვავებით, გაიყიდებოდა მამაკაცის სამოსი, სათვალეები, საათები, კედები, წიგნები და სკეიტბორდის დაფები. მაღაზიის ურბანულ-მინიმალისტური სტილი იდეალურად ჯდება წარმოდგენილი პროდუქციის იდეასა და ვიზუალში.



Centre Commercial

მოდის ინდუსტრიას ხშირად ადანაშაულებენ გარემოს დაბინძურებაში, fast fashion კომპანიები ტანსაცმელს ქმნიან იაფფასიანი ტექსტილით, რომელიც არ გადამუშავდება და გარემოს ანაგვიანებს. Centre Commercial – ესაა კოლექტიური სივრცე, რომელიც ყიდის ევროპაში შექმნილ მარტივად გადასამუშავებელ სამოსსა და უნიკალურ მეორად ნივთებსველოსიპედებს, ვინტაჟურ ავეჯსა და ძველ ნახატებს. კომპანია გარემოს დაცვაზე კონცენტრირებული არტ პროექტებით ცდილობს აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება ამ საკითხზე, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებისგან და ამ ბრენდსაც არაერთი გულშემატკივარი გამოუჩნდა.



Oscar Concept Store

ოსკარისავანგარდული Chic meets Fun ვიზუალი და ინტერიერი ყოველთვის იქცევს ტურისტების ყურადღებას. ეს არ არის უბრალოდ მაღაზია, ეს არის კრეატიული სივრცე, რომლის იდეური ფოკუსიც ცნობილი და ახალბედა დიზაინერების თანაბარ მხარდაჭერასა და მათი კოლაბორაციის ხელშეწყობას გულისხმობს. მაღაზიის სამი სართული სამ სამყაროდ იშლება, სადაც გაერთიანებულია limited edition/unique piece სამოსი, აქსესუარები, ინსტალაციები, ფოტოგრაფია, ნახატები და სკულპტურები. ცოცხალი მუსიკა კი უბრალო შოპინგს სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს.