7 მაისს წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმში მორიგი საგაზაფხულო სეზონი გაიხსნა  გამოფენით - “მეხსიერების ფრაგმენტებით”, რომელმაც სერგო ფარაჯანოვისა და გოგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრები ერთ სივრცეში გააერთიანა. ხელოვანებს წარსულში არაერთხელ უმუშავიათ ერთობლივად,  მათ შორის კინოფილმ “აშიქ-ქერიბის” გადაღების დროს, რომლის მხატვარიც გოგი ალექსი-მესხიშვილია. თუმცა ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმში მათი ნამუშევრების ურთიერთკავშირი, შეიძლება ითქვას, რომ სრულიად ახლებურ ნარატივს წარმოქმნის და დამთვალიერებელსაც ამ ორი ხელოვანის შემოქმედებას სრულიად განსხვავებული რაკურსით წარუდგენს.



გამოფენის პარალელურად, წინანდლის მამულის პარკის ტერიტორიაზე ხელოვან უტა ბექაიას ავტორობით თეატრალური წარმოდგენა-პერფორმანსი გაიმართა, რომელმაც დამსწრე საზოგადოების თვალწინ, ფარაჯანოვის შემოქმედების შთაგონებით შექმნილი "მეხსიერების ფრაგმენტები" გააცოცხლა.

გამოფენა წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ერთი თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი, 7 ივნისიდან კი, ერთი თვით, გამოფენა თიბისი კონცეპტის სივრცეში, მარჯანიშვილის 7-ში გადაინაცვლებს.










პროექტის ავტორი:
Tsinandali Estate - წინანდლის მამული
ღონისძიების მხარდამჭერი: TBC Concept - თიბისი კონცეპტი  Silknet - სილქნეტი