ექსპერიმენტული თეატრალური კომპანია „ჰარაკი“ 15 მაისს ახალ სივრცეს ხსნის, რომელიც ვასილ პეტრიაშვილის 1-ლ ნომერში მდებარეობს და ჰარაკის გუნდისათვის მეტი ავტონომიისა და თავისუფლების წყაროა. ახალი სივრცის გახსნის დღეს ჰარაკის მიერ გამოცემული რეტროსპექტული, კრიტიკული და კვლევითი ორენოვანი ჟურნალის, „დე:ნოსტალგიის“ პრეზენტაციაც იგეგმება.
"ჰარაკი" საზოგადოებამ 2019 წლის ნოემბერში გაიცნო - მისმა შემოქმედებითმა გუნდმა მაყურებელს პირველი სპექტაკლი „მდგმური“ სახელოვნებო სივრცე „მაუდიში“ წარუდგინა. თეატრალური კომპანიის სამუშაო პრინციპები კოლაბორაცია, კვლევა და ექსპერიმენტების ჩატარებაა. 2020 წელს ჰარაკის წევრებმა პერმანენტულ ლოკაციაზე გადასვლისა და სამუშაო არეალის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს - ახალ სივრცეში გადასვლით მათ სურთ ჩამოყალიბდნენ არა მხოლოდ როგორც თეატრი, არამედ ორგანიზაციაც, რომელიც ხელოვნებას ქმნის და სოციალურ-ინტელექტუალურ ძალას წარმოადგენს შემოქმედებით ველზე.
რაც შეეხება ახალ სივრცეში დადგმულ პირველ სპექტაკლს, ის "ჰარაკის" დრამატურგისა და კომპანიის ერთ-ერთი დამაარსებლის - მარიამ მეღვინეთუხუცესის მიერ დაწერილი პიესის, „სამი დის“ მიხედვით იდგმება. სპექტაკლის პრემიერა, რომლის რეჟისორი სანდრო კალანდაძეა, მაისის ბოლოს იგეგმება.
View this post on Instagram A post shared by Haraki • ჰარაკი (@haraki___)
დაწერე კომენტარი