“მეამა ქოლექთის” კარგად ნაცნობ ფერად ვიტრინებს თბილისის გარდა უკვე ქუთაისისა და ბათუმის ქუჩებშიც შეხვდებით. “მეამას” კაფსულის ყავისა და ჩაის უნიკალური გემოების და ამ გემოებზე დაფუძნებული უგემრიელესი კოქტეილების დაგემოვნებას ბათუმში 6 მაისის პარკთან და კინოთეატრ “აპოლოსთან”, ქუთაისში კი წმინდა ნინოსა და თამარ მეფის ქუჩებზე მდებარე "მეამა ქოლექთის" ახალ ობიექტებზე შეძლებთ. “მეამა ქოლექთში” მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დააგემოვნოს, როგორც “მეამას” სხვადასხვა სახეობის კაფსულის ყავა და ჩაი, ასევე ყავასა და ჩაიზე დაფუძნებული ისეთი სასმელები, როგორიცაა: მარწყვის ლატე, ცივი ყავა კარამელით, ციტრუსის, შოკოლადისა და ბანანის სინთეზი ყავასთან, კენკრის ცივი ჩაის კოქტეილი და ჩიზქეიქის კაპუჩინო.
თბილისის შემდეგ ქუთაისი პირველი ქალაქია, სადაც “მეამა” სრული კონცეფციით არის წარმოდგენილი - აქ "მეამა ქოლექთის" ობიექტების გარდა, კომპანიის ბრენდული სივრცეც გაიხსნა, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს “მეამას” ელჩებისგან “მეამას” პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღოს, დააგემოვნოს ორივე ფორმატის ყავა, ჩაი და ფავორიტი გემოს აღმოჩენით ახალი, ძალიან საინტერესო გამოცდილება გაიზიაროს.
ისევე როგორც თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე “მეამა ქოლექთის” ყველა ობიექტის და ბრენდული სივრცის დიზაინი გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის. ქართველი არქიტექტორის მიერ შექმნილი ყველასგან გამორჩეული დიზაინის გარდა, რომელშიც ქვა და მინა იდეალურად ერწყმის ერთმანეთს, საინტერესოა, რომ ქუთაისში მდებარე "მეამას" ბრენდული სივრცე თავისი ისტორიული მდებარეობითაც უნიკალურია. ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში განთავსებულ სივრცეში მაქსიმალურად გათვალისწინებული და შენარჩუნებულია არსებული ფასადისა და შიდა სივრცის ისტორიული დეტალები, მათ შორის მე-18 საუკუნეში შექმნილი ლითონის ბოძი, რომელიც სპეციალურად ამ შენობისთვის ბათუმში დამზადდა. თუმცა ქუთაისში მდებარე ბრენდულ სივრცეს მარტო ადგილმდებარეობა არ გამოარჩევს. აქ აღმოაჩენთ თანამედროვე დიზაინის საგანგებოდ მოწყობილ გარემოს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, "მეამას" ქუთაისში კიდევ ერთი სიახლე აქვს: ქალაქის ქუჩებში ამიერიდან აუცილებლად შეამჩნევთ თეთრი ფერის ელექტრომობილს - მეამას ტრიპლს, რომელიც მიგანიშნებთ, რომ ამ გამორჩეული კონცეფციის ბრენდისთვის მომხმარებლის კმაყოფილება და მეამას პროდუქციის მიწოდების დროული სერვისი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
“მეამა” ახალი ობიექტების გახსნას უახლოეს მომავალში გეგმავს. სულ მალე ყავის მოყვარულებს ბათუმში ბრენდული სივრცე და “მეამა ქოლექთის” ახალი ობიექტებიც მოემსახურება.
დაწერე კომენტარი