ლეგენდის თანახმად, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შოტლანდიური ვისკის, Glenmorangie-ის წარმოება XIX საუკუნიდან იწყება. შოტლანდიის მთებში არსებული მინერალური წყლის, ადგილობრივი ქერისა და საფუვრის გამოყენებით დამზადებული ნარინჯისფერი ვისკი თავისი არომატით, გლუვი ტექსტურითა და უნიკალური გემოვნური თვისებებითაა ცნობილი. It’s kind of delicious and wonderful Glenmorangie-ს ახალი კამპანიის მთავარი გზავნილია, რომელიც ბრენდის ფერად და საოცრებებით სავსე სამყაროს სხვა თვალით გვაჩვენებს.
ვისკის მოყვარულებისთვის ბედნიერი და საოცარი მომენტების შექმნა ის უპირობო სურვილია, რომელიც ახალ კამპანიას ამოძრავებს. ბრიტანელი ფოტოგრაფის, მაილს ოლდრიჯის სიურრეალისტური და გლამურული ხედვა კი იმის განმსაზღვრელია, რაც ბრენდის ეგზოტიკურ მხარეს ყოველდღიურ გამოცდილებებთან ერთად გვაცნობს. კამპანია, რომელზეც მაილს ოლდრიჯთან ერთად ფრანგულმა საკომუნიკაციო სააგენტო DDB Paris-მა იმუშავა, საინტერესო კინემატოგრაფიულ გამოცდილებას სთავაზობს მნახველს. თითოეული სცენა ექსტრაორდინარული ვიზუალური თხრობით გამოირჩევა, რომელშიც Glenmorangie-ს მრავალფეროვანი სამყაროს აღმოჩენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს - აბაზანაში, მატარებლით მგზავრობისას თუ ფილმის ყურებისას, ყოველთვისაა შესაძლებელი პატარ-პატარა ბედნიერი მომენტებით ტკბობა.
კამპანიას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ბრიტანელი კომპოზიტორისა და პროდიუსერის, მაიკლ კივანუკას მუსიკალური კომპოზიცია Cold Little Heart ხდის, რომელიც სწორედ იმ ემოციებს იწვევს, რაც მხოლოდ ვილი ვონკას ჯადოსნურ სამყაროში შეიძლება დაგეუფლოს. We believe life is better lived with wide-eyed wonder - ბრენდის იმ ღირებულებას უსვამს ხაზს, რომლითაც პრემიუმ ხარისხის, არომატული და გამორჩეული გემოებით სავსე ვისკი იქმნება. მისი შეძენა Wolt-ის აპლიკაციაა შესაძლებელი, რომელსაც თან ახალი კამპანიის საინტერესო საჩუქარიც მოყვება.
დაწერე კომენტარი