უეს ანდერსონმა თავისი ბოლო ნამუშევრის, The French Dispatch-ის გადაღების შემდეგ, რომელშიც ტილდა სუინტონი, ედრიენ ბროუდი, ლეა სეიდუ და სხვა ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ, ახალ ფილმზე დაიწყო მუშაობა. გავრცელებული ინფორმაციით, ფილმს ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში ესპანეთში, მადრიდის რეგიონის ქალაქ ჩინჩონში გადაიღებენ, თუმცა მისი სახელწოდება და მონაწილე მსახიობების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ფილმის დეტალებთან დაკავშირებით ირკვევა, რომ მასში ვესტერნის ჟანრისთვის დამახასიათებელი ლანდშაფტები გამოჩნდება, თუმცა თავად ნამუშევარი ამ ჟანრის არ იქნება.

ფოტო:

1. theguardian.com