ზაფხულის ჰაეროვანი, ცხელი და მრავალფეროვანი დღეები უკვე დაიწყო. წელიწადის ამ დროს ყველა უფრო მეტი სიახლისკენ, საინტერესო გამოცდილებისა და თავგადასავლებისკენ ისწრაფვის. ამ დროს განახლებას ჩვენი გარდერობიც საჭიროებს, რომელიც ხშირად ჩვენს ყოველდღიურობას და დღის განწყობასაც განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, ჟურნალი Hammock ზაფხულის პირველი თვის, ივნისის Shopping რეკომენდაციებს გთავაზობთ. 
 

Rosebud x Sofio Gongli 





ქართული წინდების მწარმოებელი ბრენდის, Rosebud-ის ახალი თანამშრომლობა მხატვარ სოფო გონგლიაშვილთან  ზღაპრული ესთეტიკითაა შთაგონებული და სოფოს უნიკალური დიზაინით შექმნილ პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს. ამ საინტერესო თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი წინდების შეძენა
თიბისი კონცეპტის სივრცეშია შესაძლებელი.

Gucci 




მუდმივად ტრენდული Polo Shirt ამ ზაფხულზეც არ კარგავს პოპულარობას, რომელსაც სხვადასხვა ბრენდის Spring/Summer კოლექციებში შეხვდებით. Gucci-ს სხვადასხვა გრაფიკული ნაქარგებით გაფორმებული პოლო მაისური ზაფხულის ფერებსა და ხასიათს განსაკუთრებით უხდება. მისი შეძენა ssense.com-ის ვებგვერდიდან არის შესაძლებელი. 

JACQUEMUS 


JACQUEMUS-ის SS21 კოლექციის ქუდი Le Bob Artichaut ამ ზაფხულისთვის შესაფერისი აქსესუარია, რომელიც თქვენს ყოველდღიურ სამოსს უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის. მისი შეძენა ბრენდის ოფიციალური ვებგვერდიდან არის შესაძლებელი. 

 

The Pearl Club


მარგალიტები - აი, რა უხდება ზაფხულს განსაკუთრებით. The Pearl Club ახალი ქართული ბრენდი და სტარტაპია, რომელმაც საქართველოში მარგალიტების პირველი ფერმა შექმნა და მომავალში თავისი პროდუქციის წარმოებას ფერმაში მიღებული მარგალიტებისგან აპირებს. The Pearl Club ხაზს უსვამს ბუნებრიობისკენ სწრაფვას, ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის სილამაზისა და ბუნების მნიშვნელობას და ამ კონცეფციის პოპულარიზაციას ემსახურება. თუმცა, ამასთანავე ბრენდი თავისი  მარგალიტების და ვერცხლის ნაკეთობებითაა გამორჩეული, რომელიც ზაფხულის ესთეტიკას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. პროდუქციის ნახვა და შეძენა The Pearl Club-ის Facebook-ისა და Instagram-ის გვერდებიდან შეგიძლიათ. 

FIVE to TEN
 




FIVE to TEN ახალი ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებელს ხელით ნაქსოვ საზაფხულო კაბებსა და აქესესუარებს სთავაზობს. საინტერესო სილუეტებისა და ფორმების გათვალისწინებით შექმნილი ნაქსოვი სამოსი უნიკალურია და თქვენს გარდერობს ამ ზაფხულისთვის კიდევ უფრო მეტ ფერად ტონს შემატებს. FIVE to TEN-ის კოლექციის სანახავად და შესაძენად ბრენდის
Instagram-ის გვერდს უნდა ეწვიოთ. 
 

Usuli 




“უსული”, რაც ძველქართულად ლამაზს ნიშნავს, იმ ქართული ბრენდის სახელწოდებაა, რომელიც ეკომეგობრულ ფეხსაცმელსა და სხვადასხვა საინტერესო აქსესუარებს აწარმოებს. ზაფხულისთვის ბრენდის მეორეული და გადამუშავებული უნიკალური ქსოვილებისგან შექმნილ ჩანთებს გირჩევთ, რომელიც ესთეტიკურ და პრაქტიკულ ღირებულებასთან ერთად, გარემოს დაცვასაც ითვალისწინებს. საზაფხულო ჩანთების შეძენა “უსულის”
Instagram-ის გვერდიდანაა შესაძლებელი. 

კალეისი • Kaleisi 




ვერცხლის სამკაული წელიწადის ნებისმიერ დროს უხდება, თუმცა ზაფხულობით მეტალის მოელვარე სხივი კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება. ქართული ხელნაკეთი სამკაულების ბრენდის, “კალეისის” მინიმალისტური ფორმების მქონე საყურეები და ბეჭდები ერთი მხრივ,  მარტივი, სადა, თუმცა ამავდროულად, საინტერესო და მრავალფეროვანი ზაფხულის აქსესუარი შეიძლება გახდეს. ბრენდის პროდუქციის ნახვა და შეძენა “კალეისის”
Instagram-ისა და Facebook-ის გვერდებიდან არის შესაძლებელი.  

Bisou Bisou 




კონცეპტუალური მაღაზია Bisou Bisou ვინტაჟური ესთეტიკის მოყვარულებისთვის შესაფერისი არჩევანია. პასტელური ფერების, საინტერესო სილუეტებისა და ფორმების მქონე სამოსი თქვენს ყოველდღიურობას უფრო მრავალფეროვანს გახდის. ატმისფერი და იასამნისფერი პრინტებით გაფორმებული დუო კი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის როგორც ვიზუალური, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით, იდეალური არჩევანია. Bisou Bisou-ს პროდუქციის დათვალიერება ბრენდის
Instagram-ის გვერდზეა შესაძლებელი. 

Idée Fixe





თუ ზაფხულისთვის მარტივსა და სადა, თუმცა ამავდროულად, დახვეწილ ფეხსაცმელს ეძებთ, თვალი გადაავლეთ ქართული ფეხსაცმელების ბრენდის, Idée Fixe-ს კოლექციას. Morocco heeled sandals სწორედ ის მოდელია, რომელიც  ზაფხულზე მეტ ჰაეროვნებას შეგმატებთ. Idée Fixe-ს კოლექციის შეძენა ბრენდის
ოფიციალური ვებგვერდიდან  შეგიძლიათ.