კინოინდუსტრიისათვის  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება  - კანის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის ფარგლებშიც ოქროს პალმის რტოს მოსაპოვებლად ერთმანეთს კონკურენციას უეს ანდერსონი, ლეო კარაქსი და სხვა რეჟისორები გაუწევენ,  წელს უკვე სამოცდამეთოთხმეტედ, 6 ივლისიდან 17 ივლისამდე გაიმართება. ამ მოვლენას კიდევ უფრო ამაღელვებელს ის ხდის, რომ ეპიდვითარების გამო 2020 წელს ფესტივალის ჩატარება ვერ მოხერხდა, წელს კი ის მრავალი  საინტერესო ფილმით უბრუნდება მონატრებულ კინომოყვარულებს.  



იმ ფაქტმა, რომ ფესტივალი კოვიდპანდემიის პირობებში უნდა ჩატარდეს, მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვების გაჩენა გამოიწვია, რის შესახებაც კანის გენერალურმა დირექტორმა  განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, ჩვენებებზე მაყურებელთა რაოდენობა შეზღუდული არაა, ნიღბის ტარება აუცილებელი პირობა იქნება ღონისძიებაზე დასასწრებად.


წლევანდელი ფესტივალის ჟიურის ხელმძღვანელია,  რეჟისორი სპაიკ ლი, რომელსაც იგივე ფუნქცია 2020 წელს უნდა შეეთავსებინა მისი ფილმის, Da 5 Bloods-ის წარდგენასთან ერთად.  2020 წლის კანის კინოფესტივალზე ასევე უნდა შემდგარიყო უეს ანდერსონის ფილმის,   „ფრანგული დეპეშის", ლეო კარაქსის  „ანეტისა“ და პოლ ვერჰოვენის Benedetta-ს პრემიერებიც, თუმცა მათ მაყურებელი წლევანდელ ფესტივალზე აუცილებლად იხილავს. 


საინტერესოა ისიც, რომ ფესტივალის საპატიო სტუმარი წელს მსახიობი ჯუდი ფოსტერი იქნება, რომელსაც ოქროს პალმის რტო მის მიერ გავლილი არაჩვეულებრივი სამსახიობო კარიერის აღიარებისა და დაფასების მიზნით გადაეცემა. ამ ყოველივეს ნოსტალგიურად ის აქცევს, რომ 1976 წელს - მაშინ, როცა ჯუდი ფოსტერი 13 წლის იყო,  კანის კინოფესტივალზე მარტინ სკორსეზეს „ტაქსის მძღოლმა“ სწორედ რომ ეს პრიზი - ოქროს პალმის რტო დაიმსახურა.

კინოფესტივალის საღამო ერთ-ერთი საკონკურსო ფილმით  - ლეო კარაქსის  „ანეტით“ გაიხსნება.

 საკონკურსო ფილმები:

Nadav Lapid-ის  Ahed’s Knee”,

Leos Carax-ის “Annette”,

Paul Verhoeven-ის “Benedetta”,

Mia Hansen-Løve-ის “Bergman Island”,

Nabil Ayouch-ის “Casablanca Beats”,

Juho Kuosmanen-ის “Compartment No. 6”,

Ryûsuke Hamaguchi-ს “Drive My Car”,

Francois Ozon-ის “Everything Went Fine”,

Wes Anderson-ის “The French Dispatch”,

Asghar Farhadi-ს “A Hero”,

Catherine Corsini-ს “La fracture”,

Mahamat-Saleh Haroun-ის “Lingui”,

Apichatpong Weerasethakul-ის “Memoria”,

Justin Kurzel-ის “Nitram”,

Jacques Audiard-ის “Paris, 13th District”,

Bruno Dumont-ის “Par un Demi Clair Matin”,

Kirill Serebrennikov-ის “Petrov’s Flu”,

Sean Baker-ის “Red Rocket”,

Joachim Lafosse-ის “The Restless”,

Ildikó Enyedi-ის “The Story of My Wife”,

Nanni Moretti-ს “Three Floors”,

Julia Ducournau-ს “Titane”,

Joachim Trier-ის “The Worst Person in the World”,

Sean Penn-ის “Flag Day”.


პროგრამა - Un Certain Regard:

Kogonada-ს “After Yang”,

Justin Chon-ის “Blue Bayou”,

Hafsia Herzi-ს “Bonne Mère”,

Hasan Semih-ის “Commitment Hasan”,

Gessica Généus-ის “Freda”,

Alexey German Jr.-ის “House Arrest” ან “Delo”,

Eskil Vogt-ის “The Innocents”,

Valdimar Jóhansson-ის “Lamb”,

B.C Yi-ს “Moneyboys“,

Tatiana Huezo-ს “Noche de Fuego”,

Laura Wandel-ის “Un Monde”,

Mina Mileva-სა და Vesela Kazakova-ს “Women Do Cry”,

Teodora Ana Mihai-ს “La Civil”,

Kira Kovalenko-ს “Unclenching the Fists”,

Eran Kolirin-ის “Let Their Be Morning”,

Abdullah Mohammad Saad-ის “Rehana Maryam Noor”,


საპრემიერო ფილმები:

 Kornel Mundruczo-ს  “Evolution”,

Andrea Arnold-ის “Cow”,

Arnaud Desplechin-ის “Deception” ან “Tromperie”,

Mathieu Almaric-ის “Hold Me Tight”,

Hong Sang-soo-ს “In Front of Your Face”,

Samuel Benchetrit-ის “Love Songs for Tough Guys,”

Eva Husson-ის “Mothering Sunday”,

Ting Poo-სა და  Leo Scott-ის “Val”.
 

არაკონკურსო ფილმები:

Valerie Lemercier-ის  “Aline, the Voice of Love”,

Sergei Loznitsa-ს “Babi Yar. Context”,

Cédric Jimenez-ის “Bac Nord”,

Han Jae-Rim-ის “Emergency Declaration”,

Emmanuelle Bercot-ის “In His Lifetime” ან “De son vivant”,

Tom McCarthy-ის “Stillwater”,

Todd Haynes-ის “The Velvet Underground”.


სპეციალური ჩვენებები:

Shlomi Elkabetz-ის “Black Notebooks”,

Yé Yé-ს “H6”,

Charlotte Gainsbourg-ის “Jane by Charlotte”,

Oliver Stone-ის “JFK Revisited: Through the Looking Glass”,

Karim Aïnouz-ის “Mariner of the Mountains”,

Sergei Loznitsa-ს “Baby Yar. Context”,

Jafar Panahi-ს, Anthony Chen-ის, Malik Vitthal-ის, Laura Poitras-ის, Dominga Sotomayar-ის, David Lowery-სა და Apichatpong Weerasethakul-ის “The Year of the Everlasting Storm”.


შუაღამის ჩვენება:

Jean-Christophe Meurisse-ის “Bloody Oranges”.


ფოტო:
1. www.patriotledger.com
2. www.theguardian.com
3. www.i-d.vice.com/