სულ ცოტა ხნის წინ "მეამაში" შექმნილმა ერთ-ერთმა პირველმა ინოვაციურმა მოწყობილობამ -  დროფერმა “A Design Award and Competition”-ის ნომინაციაში “საოფისე და კორპორატიული სივრცისთვის შექმნილი მოწყობილობის დიზაინი" გაიმარჯვა. "მეამას" ინჟინრების გუნდის მიერ შექმნილ ამ უნიკალურ ვენდინგ აპარატს, მსოფლიოში ანალოგი არ აქვს და ის პირველად სწორედ "მეამას" ახალგაზრდა ინჟინრების გუნდმა საქართველოში, მეამას ქარხანაში შექმნა.



"საქართველოში ტექნოლოგიური ბაზარი და პროდუქტი თითქმის არ არსებობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მეამას ჰქონდა სურვილი, რომ შეექმნა ისეთი ვენდინგ აპარატი, რომელიც იქნებოდა ინოვაციური, ვიზუალურად მიმზიდველი, მისი დიზაინი მოერგებოდა ნებისმიერი ოფისის ინტერიერს, მომხმარებლისთვის კი მისი გამოყენება  იქნებოდა მარტივი, კომფორტული და სწრაფი”,- გვიყვება მეამას ერთ-ერთი ინჟინერი. 



დროფერი ოფისებისთვის საუკეთესო შეთავაზებაა და მისი ბიზნეს სივრცეში განთავსება ძალიან მარტივია. საკმარისია დაუკავშირდეთ მეამას ქოლ ცენტრს *0808 ან შეავსოთ სპეციალური ბმული და უმოკლეს ვადაში, ყოველგვარი გადასახადის ან ბიუროკრატიის გარეშე, კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე მოვლენ და მოწყობილობას თქვენთვის სასურველ ადგილზე განათავსებენ.



ადვილად გამოსაყენებელი, ხის ან ბეტონის დროფერი გარდა იმისა, რომ ნებისმიერი ოფისის ინტერიერს ამშვენებს, ამავე დროს იქ მომუშავე ადამიანებისთვის
ყავის სმის რიტუალს კიდევ უფრო კომფორტულსა და მარტივს ხდის. საკმარისია, დროფერზე გამოსახული QR კოდი მობილურის აპლიკაციით დაასკანეროთ და სასურველი კაფსულა რამდენიმე წამში თქვენს ხელთ აღმოჩნდება. მეამაყავის კაფსულების მრავალფეროვანი არჩევანის შესახებ უკვე ბევრი გსმენიათ, დროფერში კი ამ განსხვავებული  და უნიკალური გემოებიდან თვენთვის სასურველ ნებისმიერ კაფსულას აღმოაჩენთ. 

გარდა იმისა, რომ დროფერი ინოვაციური და მარტივად გამოსაყენებელი ვენდინგ მანქანაა, ის ამავე დროს ენერგოეფექტური და ეკომეგობრული IOT  მოწყობილობაცაა, რომელიც მუდმივ კავშირზეა კომპანიის მთავარ სერვერთან. შესაბამისად დროფერების მართვა ცენტრალიზებურად ხორციელდება და საჭიროების შემთხვევაში უმოკლეს დროში ხდება რეაგირება.

მეამას ახალგაზრდა ინჟინრები აგრძელებენ ახალ, ინოვაციურ პროექტებზე მუშაობას და გეგმავენ, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ მრავალი წარმატება მოიპოვონ.