17 ივნისს "რიჩარტ ვიზუალი", გალერეა "ვერესთან" თანამშრომლობით, ქართველი ხელოვანის, ჯულია სანიკიძის ნამუშევრებს წარადგენს. „მოჩითული ფიგურები“, რომლითაც სანიკიძე ახალ სტილს ამკვიდრებს მხატვრობაში, მისი შემოქმედების ნიშან-სიმბოლოა; მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ამ მეთოდით მხატვარი ახერხებს, რომ ნამუშევრები მაქსიმალურად პერსონალური გახადოს. მის ნამუშევრებში უსახო, თუმცა ფემინური ფიგურები ყოველგვარ კონკრეტულზე უარის თქმის მეტაფორას წარმოადგენენ, ხოლო ცხოველები, რომლებიც ასევე ხშირად ჩანან მის შემოქმედებაში, გაპიროვნების გზით ამყარებენ კავშირს რეალურ დროსთან. აბსტრაქტულ ტილოებსა და არაფიგურულ სერიებშიც აღსანიშნავია, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ფერისა და ფორმის გრძნობა. ახალგაზრდა ხელოვანის გამოფენა ერთი დღის განმავლობაში, 14:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება.








ფოტო: archive.propaganda.network/en