Summer with Monika – (1953) – “ზაფხული მონიკასთან ერთად”
რეჟისორი: ინგმარ ბერგმანი
მოვლენები სტოკჰოლმში ვითარდება, ესთეტიკურად დახვეწილი და არასენტიმენტალური ისტორია ახალგაზრდა შეყვარებულ წყვილზე. გოდარი ამ ფილმს „ყველაზე ორიგინალური რეჟისორის ყველაზე ორიგინალურ ფილმს“ უწოდებდა.
To Catch a Thief – (1955) – “დაიჭირე ქურდი” რეჟისორი: ალფრედ ჰიჩკოკი
ფილმი გრეის კელისა და კერი გრანტის მონაწილეობით დიდი ხანია კლასიკად იქცა. ფილმში მოქმედება ფრანგულ სანაპირო ზოლზე ვითარდება, ულამაზესი ადგილის გარდა, ასევე აღსანიშნავია კოსტიუმების დიზაინიც.
The Man Who Knew Too Much – (1956) – “ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი იცოდა”რეჟისორი: ალფრედ ჰიჩკოკი
მოქმედება მარაკეშსა და კასაბლანკაში ვითარდება, მოროკოში დასასვენებლად ჩასული წყვილი იღებს ინფორმაციას დიპლომატზე თავდასხმის შესახებ. ფილმის ეპიზოდურ როლში თავად ალფრედ ჰიჩკოკს ამოიცნობთ.
Laventura – (1960) – “თავგადასავალი”
რეჟისორი: მიქელანჯელო ანტონიონი
ესაა ანტონიონის გამორჩეული ფილმი მონიკა ვიტის მონაწილეობით. ხმელთაშუა ზღვაში მოგზაურობისას ქალი უჩინარდება, მის საუკეთესო მეგობარსა და საყვარელს კი ერთმანეთი უყვარდებათ.
Contempt – (1963) – “ზიზღი”რეჟისორი: ჟან ლუკ გოდარი
ფილმი გადაღებულია ალბერტო მორავიას იმავე სახელწოდების რომანის მიხედვით. მოქმედება იტალიაში, კაპრიზე ვითარდება. გოდარი თავის პირველ ფერად ფილმში გვაჩვენებს ორი ადამიანის სიყვარულის ჩაქრობასა და გაუცხოებას.
Pierrot Le Fou – (1965) – “შეშლილი პიერო”
რეჟისორი: ჟან ლუკ გოდარი
გოდარის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმია, „ახალი ტალღის“ გამორჩეული ნამუშევარი. „შეშლილი პიერო“ ასევე რეჟისორის ყველაზე მრავალჟანრიანი ფილმია – აქ გმირები გაურბიან განგსტერებს, იტაცებენ მანქანებს, კლავენ და უყვარდებათ ერთმანეთი.
The Graduate – (1967) – “კურსდამთავრებული” რეჟისორი: მაიკ ნიკოლსი
კოლეჯის დამთავრების მერე კურსდამთავრებული ბენჟამენ ბრედოკი მისის რობინსონთან გააბამს რომანს.
la collectionneuse – (1967) – “კოლექციონერი ქალი” რეჟისორი: ერიკ რომერი
რომერისთვის დამახასიათებელი ფორმისა და თხრობის თანმიმდევრულობის გამო, ის ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია კინოს ისტორიაში. ფილმი ორი ახალგაზრდა ბიჭის – ადრიენისა და დანიელის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც შვებულებას სან-ტროპეში ატარებენ და რომელთა სიმშვიდე ახალგაზრდა ლამაზი ჰაიდეს გამოჩენით ირღვევა.
La Piscine – (1969) – “აუზი”რეჟისორი: ჟაკ დერე
ალენ დელონისა და რომი შნაიდერის ყველაზე ცნობილი საკულტო ნამუშევარი, რომლის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია. ფილმი სავსეა ეჭვიანობით, ფარული ზიზღით, გულგრილობით, რაც საბოლოო ჯამში საშიშ თამაშად გადაიქცევა.
Claire’s Knee – (1970) – “კლერის მუხლი”რეჟისორი: ერიკ რომერი
ერიკ რომერის ფილმი გამოსვლისთანავე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. რეჟისორი დელიკატურად, მაგრამ არასწორხაზოვნად გვიყვება ახალგაზრდა კლერზე, რომელიც ასაკით ბევრად უფროსი მამაკაცის ვნების ობიექტი ხდება.
Passenger – (1975) – “მგზავრი”რეჟისორი: მიქელანჯელო ანტონიონი
ანტონიონის გამორჩეული ფილმი ჯეკ ნიკოლსონის და მარია შნაიდერის მონაწილეობით საჰარაში მასალების შესაგროვებლად წასული ჟურნალისტის, დევიდ ლოკის ისტორიას მოგვითხრობს.
A summer’s tale – (1996) – “ზაფხულის ზღაპარი”რეჟისორი: ერიკ რომერი
რომერის მესამე ფილმი ციკლიდან – წელიწადის დროები მორცხვ მათემატიკოსზე გვიყვება, რომელიც ზაფხულის არდადეგებს ზღვის პირას, ბრეტონის მახლობლად ატარებს, ის სამი კვირის განმავლობაში სამ სხვადასხვა გოგოს ხვდება – მარგოს, სოლენსა და ლენას.
Bottle Rocket – (1996) – “რაკეტა ბოთლში”რეჟისორი: უეს ანდერსონი
უეს ანდერსონის ფილმები ყოველთვის უნიკალური, რეჟისორისთვის დამახასიათებელი ხელწერითაა გამორჩეული. საავტორო ფილმი პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია ანდერსონისთვის და სამი მეგობრის შესახებ მოგვითხრობს, რომელთაც დანაშაულებრივი გზა აირჩიეს, თუმცა წარუმატებლად.
Talented Mr. Ripley – (1999) – “ნიჭიერი მისტერ რიპლი”რეჟისორი: ენტონი მინგელა
პატრიცია ჰაისმიტის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია, რომელიც ქარიზმატულ სოციოპატზე, ტომ რიპლიზე მოგვითხრობს, მისი მთავარი ნიჭი კი ადამიანების განსახიერებაა. ფილმში მოქმედება 50-იანი წლების ნიუ-იორკში, შემდეგ კი სიცილიაში ხდება.
The Virgin Suicides – (1999) – “თვითმკვლელი ქალწულები”რეჟისორი: სოფია კოპოლა
თვითმკვლელი ქალწულები სოფია კოპოლას პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია და ლისბონების ოჯახზე გვიყვება, სადაც ხუთი თინეიჯერი გოგონა იზრდება. ლისბონების ოჯახი თითქოს არაფრით გამოირჩევა სხვა ოჯახებისგან, მაგრამ მას შემდეგ, რაც დებიდან ყველაზე უმცროსი, 13 წლის სესილია თავს იკლავს, ყველაფერი იცვლება.
The Beach – (2000) – “სანაპირო”რეჟისორი: დენი ბოილი
ფილმი ალექს გარლანდის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციაა. ტაილანდში მოგზაურობისას ტურისტს ხელში ჩაუვარდება საიდუმლო კუნძულის რუკა, თუმცა კუნძულზე ცხოვრება მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ.
The Life Aquatic With Steve Zissou – (2004) – “ცხოვრება წყალქვეშ”რეჟისორი: უეს ანდერსონი
სათავგადასავლო კომედია, რომელიც უეს ანდერსონმა ფრანგ მკვლევარს, ჟან ჟაკ კუსტოს მიუძღვნა. ოკეანოგრაფიული ხომალდის მეცნიერთა გუნდის თავგადასავლები, რომლებიც წყნარ ოკეანეს იკვლევენ.
Limits of Control – (2009) – “კონტროლის ზღვარი”რეჟისორი: ჯიმ ჯარმუში
ჯიმ ჯარმუში ამერიკული ინდი კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია. ფილმში “კონტროლის ზღვარი” ის იდუმალი უცნობის მოგზაურობის თანამონაწილეს გვხდის, რომელიც ესპანეთსა და საკუთარ ქვეცნობიერში ერთდროულად მოგზაურობს.
Somewhere – (2011) – “სადღაც”რეჟისორი: სოფია კოპოლა
კოპოლას ფილმი ჰოლივუდის ვარსკვლავზე გვიყვება, რომელიც საკუთარი ცხოვრების გადაფასებას მას შემდეგ ცდილობს, რაც 11 წლის შვილი ესტუმრება.
Moonrise Kingdom – (2012) – “ამომავალი მთვარის სამეფო”რეჟისორი: უეს ანდერსონი
ფილმი ანდერსონის საუკეთესო ნამუშევრად ითვლება, ეს არის ორი თორმეტი წლის მოზარდის ისტორია, რომლებსაც ერთმანეთი შეუყვარდებათ.
American Honey – (2016) – “ამერიკული თაფლი”რეჟისორი: ანდრეა არნოლდი
თინეიჯერები, რომელთაც დასაკარგი არაფერი აქვთ, ჟურნალების გამოწერების შესაგროვებლად ამერიკაში მოგზაურობენ. არნოლდის სამსაათიანი ფილმი არასდროს გინდა, რომ დასრულდეს, რადგან მალევე ამ მოზარდების მოგზაურობის თანამონაწილე ხდები.
Call me by your name – (2017) – “შენი სახელი დამიძახე”რეჟისორი: ლუკა გუადანინო
ანდრე ასიმანის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია განსაკუთრებული და დაუვიწყარი სიყვარულის ისტორიის შესახებ გვიყვება. 17 წლის ელიო მშობლებთან ერთად მე-17 საუკუნის სახლში ისვენებს, ლომბარდიაში. მალე ის მამამისის პრაქტიკანტს, ოლივერს გაიცნობს, რაც მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.
დაწერე კომენტარი