ჯერ კიდევ 2019 წელს Hennessy Very Special-მა გლობალური კამპანია All I Need წამოიწყო. ამ კამპანიაში მონაწილე ახალგაზრდა შემოქმედები წარმატების მიღწევის ტრადიციულ დეფინიციას სრულიად ცვლიან და მას ახალი გზებითა და ცხოვრების სტილით წარმოგვიდგენენ, რომლებიც თავიანთი ადგილობრივი სივრცის უნიკალურ ისტორიაზე და წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ახალი რეალობისა და მომავლის უნიკალურ ისტორიას წერენ.
ამ სრულიად განსხვავებულ სამყაროში თაობას, რომელიც თავის სფეროში საკუთარი ქვეყნის კულტურული თუ სოციალური განვითარებითვის ახალ წესებს იგონებს, ამავე დროს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამყაროს გლობალურ განვითარებაშიც. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცვლილებების მოლოდინის ნაცვლად, ამ ცვლილებებს თავადვე, საკუთარი ქმედებებით ახდენენ.
"ჰენესის" ამ გლობალურ კამპანიას უკვე სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებიც შეუერთდნენ. უკრაინის, ბელორუსიის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ადგილობრივ ახალგაზრდა ტალანტებთან ერთად ჰენესის All I Need კამპანიის ფარგლებში საკუთარ შემოქმედებით ხედვას და "ყველაფერს, რაც მათ სამყაროს უკეთესობისკენ ცვლილებისთვის სჭირდებათ" საქართველოდან ფოტოგრაფი ლუიზა ჩალათაშვილი, მხატვარი მუსია ქებურია და დიზაინერი ირაკლი რუსაძე გვიზიარებენ.
დაწერე კომენტარი