ამ არაპროგნოზირებად ვითარებაში მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანს გაურკვეველი ხნით სახლში დარჩენა უწევს. შესაბამისად, მათ დროც უხვად აქვთ, ამიტომ თავისუფალი დრო შეუძლიათ მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში ვირტუალური ვიზიტისთვის გამოიყენონ. Google Arts & Culture-მა შექმნა არაჩვეულებრივი „კონტენტი“, რომელიც გვთავაზობს მსოფლიო მასშტაბით 2500-მდე მუზეუმისა და გალერიის ვირტუალურ დათვალიერებას. რა თქმა უნდა, არც ერთ ციფრულ პლატფორმას არ ძალუძს გაგრძნობინოს ნამდვილ მუზეუმში ყოფნის მომნუსხველი განცდა, თუმცა  Google-ის ეს პროექტი მაინც ახალი საუკეთესო საშუალებაა შემეცნებისთვის. წარმოგიდგენთ მსოფლიოს ათ ღირსშესანიშნავ მუზეუმს, რომელსაც შეგიძლიათ ვირტუალურად ეწვიოთ.

The Metropolitan Museum of Art, New York:



თავისი დიდებული კიბის საფეხურებით, ანტიკური ნივთებითა და ნახატებით სავსე დარბაზებით, მდიდრული Met Gala-ს წვეულების ადგილი მსოფლიოს ერთ-ერთი აღიარებული, ჭეშმარიტად დაფასებული სივრცეა. მიუხედავად იმისა, რომ წელს Met Gala არ ჩატარდება, კოსტიუმებისა და სხვა ნამუშევრების კარგად დათვალიერება მაინც შესაძლებელია. ისეთი დიზაინერები და ხელოვანები, როგორებიც არიან ელსა სკაპარელი და კრისტიან დიორი, ვერმერის „Woman With a Water Pitcher“-სა და პიტერ ბრიუგეის „Elder's Harvesters-ის“ ერთმილიარდიანი გეგაპიქსელის მქონე პროგრამის საცდელ ჩვენებაში მონაწილეობენ. ასევე, Google-ს ე.წ. ქუჩის დათვალიერების ტექნოლოგია დამთვალიერებლებს საშუალებას აძლევს ნახონ ისეთი ადგილები, როგორებიცაა  Temple of Dendur და ა.შ.

Bauhaus Foundation, Dessau:



Bauhaus-ის სკოლა 1919 წელს დაფუძნდა და 1933 წელს შეწყვიტა ფუნქციონირება.1925-1932 წლები
დესაუს გერმანული ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის ყველაზე მნიშვნელოვან წლებად მიიჩნევა. Google Arts & Culture ვიზიტორებს საშუალებას აძლევს იხილონ სტუდენტური საცხოვრებლები, ოთახები და წვეულებებიც კი. ამით  ეძლევათ შანსი გამოსცადონ ცხოვრება, როგორც Bauhaus-ის სტუდენტმა. მაყურებლები ასევე იგებენ ინფორმაციას სკოლის შესახებ, მაგალითად, იმას, რომ სახელის მიუხედავად, სასწავლებელს არქიტექტურის განყოფილება თავდაპირველად არ ჰქონდა. თუმცა, მალევე დაემატა ეს დეპარტამენტიც, რომელიც შემდგომ მოდერნისტული არქიტექტურის სინონიმად იქცა.

 

Musée d’Orsay, Paris:



პარიზში, მდინარე სენაზე მდებარე Musée d’Orsay-ის მუზეუმი თავისი იმპრესიონისტული და პოსტიმპრესიონისტული კოლექციებითაა ცნობილი. დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა გაიგოს მუზეუმის წარმოშობის ისტორია, რკინიგზის სადგურით დაწყებული, 1900-იანი წლების მსოფლიო დონის გამოფენებით დასრულებული. პროგრამა საშუალებას გვაძლევს ვიხილოთ  კლოდ მონეს, ედუარდ მანეს, ედგარ დეგას, რენუარის, სეზანის და ჟორჟ სერას შედევრები.

Guggenheim Museum, New York:



Google-ის ქუჩის ჩვენების პროგრამა გვთავაზობს ფრენკ ლოიდ რაიტის Guggenheim-ის საკულტო არქიტექტურის ტურს. ასევე, შესაძლებლობას გვაძლევს დავათვალიეროთ  ექსპონატები, მაგალითად: მეთიუ ბარნის Cremaster-ის სერიები, მაურიციო კატელანის explorations of satire, იოზეფ ალბერსის სიცოცხლით აღსავსე შუშის ნამუშევრები და კოლექციები თანამედროვე ლათინური ამერიკიდან.

The Palace of Versailles, Versailles


მეფე ლუი XIV-მ ვერსალის სასახლეში 1682 წელს სამეფო რეზიდენცია დააფუძნა. საუკუნის შემდეგ მომხდარ ფრანგულ რევოლუციამდე. სარკეების დერეფანი, სამეფო ოპერა და ულამაზესი ბაღები.

Uffizi Gallery, Florence


ჯორჯო ვაზარის მიერ მეთექვსმეტე საუკუნეში დაპროექტებული ნაგებობა დროებით დახურულია, მაგრამ მისი ონლაინ დათვალიერება უკვე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი. ჩინებული ნამუშევრები მოიცავს ფასდაუდებელ რენესანსულ კრებულს, რომლის დიდი ნაწილიც საუკუნეების წინ მედიჩის ოჯახის დაკვეთითაა შესრულებული. ამჟამად  Google აშუქებს მე-16 საუკუნის ოსტატების - Amico Aspertini-სა და Piero di Cosimo-ს ნამუშევრებს, Street View კი მნახველებს სთავაზობს ისეთი გავლენიანი რენესასის ნახატებს, როგორებიცაა Sandro Botticelli-ს The Birth of venus და Leonardo da Vinci-ს Annunciation. 

La Galleria Nazionale, Rome


მუზეუმის კოლექციების უმეტესობა, მე-19 და მე-20 საუკუნის ხელოვნება, უკვე ხელმისაწვდომია ინტერნეტით, კერძოდ, იტალიელი ფუტურისტების - Giacomo balla-სა და Umberto Boccioni-ს ნამუშევრები. ასევე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სპეციალური ონლაინ გამოფენა, რომელიც ეძღვნება გეომეტრიული ფორმების მნიშვნელობას თანამედროვე იტალიურ ხელოვნებასა და დიზაინში. 

Van Gogh Museum, Amsterdam 



ვან გოგის მუზეუმში, ამსტერდამში, მისი ნამუშევრების უდიდესი კოლექციაა გამოფენილი, მათ შორის 200-მდე ნახატი. ახლა კი ჰოლანდიელი არტისტის ხელოვნების ნიმუშების დათვალიერება ვირტუალურადაა შესაძლებელი.

Victoria & Albert Museum, London


 

V&A მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული მუზეუმია, სადაც განთავსებულია კერამიკის, მინის, ქსოვილის, სამკაულის, ქანდაკებებისა და ავეჯის შთამბეჭდავი კოლექციები. ციფრული პრეზენტაციისთვის მუზეუმში წარმოდგენილია ინგლისური შუასაუკუნეების ნაქარგების იშვიათი ნიმუშები და Alexander McQueen-ის რეტროსპექტული ლუქები Savage Beauty, რომლის პირველი გამოფენაც Met-ზე შედგა.

 

Getty Museum, Los Angeles


გეტის ცენტრი მდებარეობს გეტის ვილასთან, დასავლეთ სანაპიროზე და ის ძველი მსოფლიოს ხელოვნების ნიმუშების ღირსშესანიშნავი საცავია, კერძოდ, მეოცე საუკუნემდე პერიოდის ევროპული ხელოვნების. გაეცანით Street View-ის ტურს, რომ აღმოაჩინოთ ნახატების, ქანდაკებებისა და ხელნაწერების საგანძური.