კანის საერთაშორისო კინოფესტივალი, 34 წლის შემდეგ, თენგიზ აბულაძის „მონანიებას“ უმასპინძლებს. ფილმი ფესტივალის ერთ-ერთ სექციაში იქნება წარმოდგენილი, სახელწოდებით „კანის კლასიკა“. აღნიშნული სექცია 2004 წელს შეიქმნა და იგი ფესტივალის სტუმრებს მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული კინორეჟისორების ძველ, რესტავრირებულ ფილმებს სთავაზობს იმ მიზნით, რომ მაყურებელმა ნამუშევრები ხელახლა აღმოაჩინოს და სხვაგვარი თვალით შეხედოს.
„მონანიების“ მსოფლიო პრემიერა კანის კინოფესტივალზე 1987 წელს გაიმართა და სამი მნიშვნელოვანი ჯილდოს ლაურეატი გახდა: ჟიურის „დიდი პრიზი“, „ფიპრესის“ ჯილდო და კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის. 1988 წელს თენგიზ აბულაძის ფილმი ნომინირებული იყო „ოქროს გლობუსზე“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში.
დაწერე კომენტარი