ქართველი მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი Sonny Classical-თან თანამშრომლობით ახალ ალბომს, სახელწოდებით Élégie, გამოსცემს. აღსანიშნავია, რომ მუსიკა გასულ წელს თბილისში მაესტრო ვინცენზო სკალერასთან ერთად Leno Records-ში ჩაიწერა. როგორც ანიტა რაჭველიშვილი ამბობს, ალბომი შვიდი სხვადასხვა კომპოზიტორის ნამუშევრებსა და 5 ენას აერთიანებს; კომპოზიტორებს შორის არიან ოთარ თაქთაქიშვილი, ფრანჩესკო პაოლო ტოსტი, პეტრე ჩაიკოვსკი და სხვ. ალბომის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
დაწერე კომენტარი