სხვადასხვა დროის, ჟანრისა და ესთეტიკის მქონე ფილმები ჩვენს ამ სიაში საუკეთესო ინტერიერის  აბაზანის სცენების ირგვლივ ერთიანდება. წარმოგიდგენთ მათგან ყველაზე დასამახსოვრებელს...

Marie Antoinette


სოფია კოპოლას "მარია ანტუანეტაში" დედოფლისთვის შექმნილ, გამორჩეული ინტერიერის  აბაზანას ფილმში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, ეს კი შემთხვევითი ნამდვილად არ არის, ისტორიულადაც ცნობილია, რომ დედოფალ მარია ანტუანეტას  ნამდვილად ისეთი დახვეწილი და მდიდრული აბაზანა ჰქონდა, როგორიც ფილმშია ნაჩვენები.

Call me by your name


იტალიურ ვილაში არტ დეკოს სტილსა და ლურჯ ფერებში გადაწყვეტილი აბაზანის ინტერიერი სწორედ ის ადგილია, სადაც შეიძლება ითქვას, რომ ელიოს გრძნობები ოლივერისადმი პირველად დაიბადა.

Scarface



ალბათ ყველას გახსოვთ ხელში თამბაქოთი მრგვალ ჯაკუზში მონებივრე ტონი მონტანას კადრი, გარშემო  აბაზანის იმ მდიდრული ინტერიერით, რომელიც სწორედ მას შეეფერება.

Royal Tenenbaums


ვარდისფერ ტელეფონს თუ არ ჩავთვლით, უეს ანდერსონის ეს აბაზანა  მის სხვა ინტერიერებთან შედარებით ძალიან ჩვეულებრივია, თუმცა ჩვენი მარგოსადმი და მარგოს აბაზანაში განმარტოებისადმი სიყვარულმა ეს კადრი ამ სიაში მაინც მოახვედრა.

The Intern


მომრგვალებული ფორმის აბაზანის ნიჟარით დაწყებული, Jo Malone-სა თუ  Aesop-ის თავის მოვლის პროდუქტებითა და ყვითელი იხვის ჩათვლით ჯულს ოსტინის აბაზანაში ყველაფერს ვაფასებთ.

The Shining


237-ე ნომრის არტდეკოს სტილში შესრულებული მწვანე აბაზანა, თავისი შოკისმომგვრელი ამბებით ამ სიაში ჩემი ფავორიტია.

Pretty Woman


ჯილდო კი ყველაზე Iconic აბაზანის სცენის შექმნისთვის უპირობოდ ჯულია რობერტსს ეკუთვნის.

The Holiday


აირისის  კოტეჯი, სადაც ფილმის მნიშვნელოვანი სასიყვარული ამბები იწყება, ყველაზე უცნაური ფორმის აბაზანის ნიჟარითაა გამორჩეული.