გერმანიის საზღვარგარეთთან ურთიერთობის ინსტიტუტისა (IFA) და Window Project-ის თანამშრომლობით, 5 ივლისიდან 15 აგვისტომდე საქართველოში გაიმართება ცნობილი გერმანელი მხატვრის, ზიგმარ პოლკეს ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით „მუსიკა უცნობი წყაროდან“. პოლკეს შემოქმედება სტილისა და მასალის ექსპერიმენტებით გამოირჩევა; აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მის მიერ გუაშის ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები. გამოფენის ძირითად თემას მხატვრის დაინტერესება წარმოადგენს გუაშის საღებავის თვისებების, მისი ფიზიკური მახასიათებლების მიმართ. პოლკეს ნამუშევრების სათაურები თითქოს აბსურდულად, შეუსაბამოდ ჟღერს, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ სწორედ ეს ფაქტი აფართოებს გამოსახულების მნიშვნელობასაც და დამთვალიერებელს ინტერპრეტაციისთვის მიმართულებას სთავაზობს.
დაწერე კომენტარი